დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში ბოსნიურ ჟრინსკს მეორე მატჩში 3:0 მოუგო და შემდეგ რაუნდში გავიდა. გუნდებს ბოსნიაში 1:1 ჰქონდათ ნათამაშები.
დინამოელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - მე-8 წუთზე საჯარიმოში შექმნილი არეულობით ჰალიდ დოლტმურზიევმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის საწყის 11 წუთში ჩვენებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს - 50-ე წუთზე თეიმურაზ ოდიკაძემ, ხოლო 56-ე წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისელები შემდეგ ეტაპზე კვიპროსულ აეკ ლარნაკას შეხვდებიან. პირველი მატჩი კვიპროსზე 22 ოქტომბერს ჩატარდება, თბილისში კი გუნდები 5 ნოემბერს ითამაშებენ.