დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდი UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩს, ბოსნიური ჟრინსკის წინააღმდეგ, დღეს ჩაატარებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
"მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა და ბიჭები კარგ განწყობაზე არიან. ყველა მათგანი ჯანმრთელადაა, მოტივირებულია და ერთი სული აქვთ, თამაში დაიწყოს.
ვეცდებით, დინამო თბილისს წარმატება მოვუტანოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ - მათ მოვუწოდებ, რომ სტადიონზე მობრძანდნენ და ბიჭებს მხარი ადილიდან დაუჭირონ", - თქვა მატჩამდე ბოლო ვარჯიშის შემდეგ დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დავით გელაშვილმა.
დინამო შეხვედრისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები - გიორგი ღონღაძე, დაჩი ჩოჩოშვილი;
მცველები - შოთიკო დიაკონიძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა;
ნახევამრცველები - ცოტნე ბერელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ლუკა წულაია, რეზიკო დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი, ანრი ძნელაძე, ნანა კოფი დონკორი, ლაზარე ნათენაძე, საბა ნიორაძე;
თავდამსხმელები - ჰალიდ დოლტმურზიევი, თეიმურაზ ოდიკაძე, დათუნა ჩიღოშვილი.
დინამო თბილისისა და ჟრინსკის მატჩი დინამო არენაზე, 20:00 საათიდან დაიწყება - ბილეთები ვებგვერდ abaula.ge-ზე იყიდება.
ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე კვიპროსულ აეკ ლარნაკას შეხვდება.