2025-2026 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 26 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.
დუდუ დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის 11 გუნდიდან 10 მიიღებს. ამჯერად ტურნირში მონაწილეობაზე უარი საკალათბურთო კლუბმა “რაშმა” განაცხადა.
დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 3 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში გავლენ. დებულების თანახმად ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გასულ 3 გუნდს ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 26, 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ნახევარფინალებს ოლიმპიური სასახლე 30 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 2 ოქტომბერს ჩატარდება. გასული გათამაშების გამარჯვებულია ვსა, რომელმაც ფინალში აწ უკვე ა ლიგაში დავეითებული ამრა დაამარცხა.
