თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის რიგით 24-ე მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის შედეგად, გაირკვა 4 გუნდი, რომლებიც ერთმანეთს 1/2 ფინალურ ეტაპზე შეხვდებიან.
საუკეთესო ოთხ გუნდში თამაშის უფლება კსუ-მ, ქუთაისმა, ბათუმმა და ვსა-მ მოიპოვეს. 1/2 ფინალური მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება - ბათუმი ვსა-ს შეხვედრა 13:30 საათიდან დაიწყება, 16:00 საათიდან კი კსუ და ქუთაისი დაუპირისპირდებიან.
ფინალში, რომელიც 2 ოქტომბერს 19:00 საათიდან დაიწყება, ნომინალური მასპინძელი კსუ-ქუთაისის წყვილში გამარჯვებული იქნება.