ამერიკელი ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, ქართველმა მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლისთვის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ქამრის მფლობელი, შონ ო'მალი გამოიწვია.
„ამაყი ვარ, ამისთვის მთელი ცხოვრება ვშრომობდი, ადვილად არაფერს ვიღებ, სულ ბოლომდე ვშრომობდი და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.
ბოლო თვეებია მარკ ცუკერბერგი მგულშემატკივრობს და დღეს აქ ჩემი ჩხუბის საყურებლად მოვიდა. როგორც ამჩნევთ, მძიმედაც კი არ ვსუნთქავ, იმიტომ რომ სპორტდარბაზში ყოველდღე ვვარჯიშობ და ვშრომობ. მეორე რაუნდში მეტოქეს ყელში კარგად წავუჭირე, მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე რომ დამემთავრებინა. 3 რაუნდი ჩემთვის არაფერია, 10-რაუნდიანი ბრძოლა მინდა! სად არის ჩემპიონი? მომიყვანეთ და ახლავე ვეჩხუბები. მადლობა ღმერთს და მადლობა UFC-ს, მიყვარს UFC!
ვინც არ უნდა იყოს ჩემპიონი, სწორედ ის უნდა იყოს ჩემი შემდეგი მეტოქე. 10-რაუნდიანი ბრძოლა მომეცით. შონ ო'მალის 2018 წლიდან ვიწვევ, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი ისაა, ქამრის მფლობელი ვინ იქნება, იმიტომ რომ შემდეგ ბრძოლა სატიტულო მჭირდება.
ყველა ქართველს, ვინც აქ იმყოფება, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. და კიდევ ერთი: დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმა ილია თოფურია დღეს ჩემს საყვარელ მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებს და ჩემპიონი გახდება." - აღნიშნა მერაბმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ წონის მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი თავის შემდეგ ბრძოლას მარლონ ჩიტო ვერას წინააღმდეგ ჩაატარებს.
ფოტოს ავტორი: ლაშა კუპრაშვილი