მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვისა და მარიო ბაუტისტას ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა.
"იმედია, ბაუტისტა უმარს დაამარცხებს. ის ამას ყველაზე მეტად იმსახურებს.
ბაუტისტას ბიძაშვილის სახელი ხაბიბი არ არის. ამიტომაც სჭირდება მას 9-ბრძოლიანი მოგებათა სერია, რომ ქამრისთვის ბრძოლა დაიმსახუროს." - განაცხადა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა.
უმარ ნურმაგომედოვი და მარიო ბაუტისტა ერთმანეთს UFC 321-ზე, 26 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.
თავად მერაბ დვალიშვილი კი ქამარს მორიგ ჯერზე UFC 320-ზე, 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.