Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მებრძოლთა ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც სიახლეა წონების გაერთიანებულ P4P რეიტინგში.
სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი P4P სიის ახალი წევრია. ქართველი მებრძოლი მე-7 პოზიციაზეა.
1. ისლამ მახაჩევი
2. ალექს პერეირა
3. ჯონ ჯონსი
4. ილია თოფურია
5. ბელალ მუჰამედი (+1)
6. დრიკუს დუ პლესი (-1)
7. მერაბ დვალიშვილი (ახალი)
8. ტომ ასპინალი
9. ლეონ ედვარდსი
10. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
11. მაქს ჰოლოუეი
12. ალეშანდრე პანტოჟა
13. შონ ო'მალი (-7)
14. შონ სტრიკლენდი (-1)
15. შარლს ოლივეირა (-1)
მოგეხსენებათ, UFC-ში უკვე 2 ქართველი ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონას უდგას სათავეში, ილია თოფურია კი ქვემსუბუქი წონის ტიტულის მფლობელია.
ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ერთი ადგილი დაკარგა გიგა ჭიკაძემ და მე-11 პოზიციას იკავებს, საშუალო წონის სიაში კი რომან დოლიძე მე-10 მებრძოლია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები