• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დვალიშვილმა ედგარი ტექნიკური უპირატესობით დაამარცხა და სეხუდო გამოიწვია
ქართულიქართული
UFCUFC

დვალიშვილმა ედგარი ტექნიკური უპირატესობით დაამარცხა და სეხუდო გამოიწვია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მერაბ დვალიშვილს ჭიდაობის ტრადიციული ბექგრაუნდი არ აქვს, მაგრამ RAF 09-ზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრ ფრენკი ედგართან მისი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ამას ვერავინ იფიქრებდა.


ნელი დასაწყისის შემდეგ დვალიშვილმა შეტევების ნამდვილი შტურმი წამოიწყო, არაერთი გდება შეასრულა და საბოლოოდ ედგართან 12:1 უპირატესობას მიაღწია, რის შედეგადაც შეხვედრა ტექნიკური უპირატესობით დასრულდა.


გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა ყურადღება თავის ძველ მეტოქეზე, ჰენრი სეხუდოზე გადაიტანა, რომელთანაც თავდაპირველად RAF-ში სადებიუტო შეხვედრა უნდა გამართულიყო.


მისი გამოწვევა მინდა. 


„როცა მე მზად ვიყავი, ის გაქრა. ჰენრი, იმედი მაქვს, საკმარისად დიდი გამბედაობა გაქვს, რომ ჩემთან საჭიდაოდ გამოხვიდე. მაჩვენე მექსიკური სიმამაცე, ძმაო!


ეს ჭიდაობაა, ერთმა ქულამაც კი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. RAF ძალიან მიყვარს. ეს მოტივაციას მაძლევს. შესანიშნავი საშუალებაა, რომ მუდმივად აქტიური ვიყო და ყველა მიმართულებით გავუმჯობესო საკუთარ თავს. მზად ვარ. ვინც არ უნდა იყოს. ყველას გამოწვევა მინდა.“ - თქვა დვალიშვილმა.


დვალიშვილის ვარდნის ადრეული მცდელობა ედგარმა მოიგერია, თუმცა მსაჯმა მალევე პასიურობისთვის გაფრთხილება მისცა. ამის გამო დვალიშვილმა ერთი ქულა დაკარგა, ხოლო ედგარი ძლიერი დაცვით აგრძელებდა ბრძოლას პირველი პერიოდის დასრულებამდე.


მერაბმა ანგარიში მოწინააღმდეგის მოედნის ფარგლებს გარეთ გაძევებით გახსნა და განაგრძო შეტევები, რათა პირველად დაეგდო ედგარი. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა შემდეგ ერთ ფეხზე ჩავლებით წარმატებული გდება შეასრულა და კიდევ 2 ქულა მოიპოვა.


პერიოდის მიწურულს თავების შეჯახებამ ქართველს ცხვირი გაუხეთქა, ეს განსაკუთრებით არასასიამოვნო იყო, რადგან ვარჯიშის დროს ცოტა ხნის წინაც ჰქონდა ცხვირი გატეხილი.


საბოლოო პერიოდის განახლების შემდეგ მერაბმა კიდევ ერთი გდება შეასრულა, რომელსაც ეფექტური ფეხის ჩაკვრა დაურთო და 4 ქულა მოიპოვა. შემდეგ მან მორიგი ილეთი სცადა, თუმცა ედგარის გადაბრუნება ვერ მოახერხა და მსაჯმა მოჭიდავეები კვლავ წამოაყენა.


ცოტა ხანში დვალიშვილი კიდევ ერთხელ მყარად ჩაეჭიდა მეტოქეს ტანზე. ედგარმა სცადა სიტუაციის შემოტრიალება და საკუთარი გდება შეესრულებინა, რათა ბრძოლაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და საბოლოოდ თავად აღმოჩნდა ზურგზე.


ქართველმა ვარდნის შემდეგ კიდევ ერთი გადაბრუნება შეასრულა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ქულით დაწინაურდა და ტექნიკური უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა.


მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილი ჯერ კიდევ ელოდება UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ პეტრ იანთან ტრილოგიის დანიშვნას, ის გეგმავს RAF-ში აქტიურად დარჩენას და მიზნად ჰენრი სეხუდოსთან შეხვედრას ისახავს.


თავისი ბრძოლა 10:0 დათმო გივი მაჭარაშვილმა, რომელიც კაილ სნაიდერს საჩემპიონო დაპირისპირებაში ხვდებოდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჭიდაობა
მერაბ დვალიშვილი
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ილია თოფურიამ მეტოქის მენეჯერი დასცინა

•UFC

UFC

ილია თოფურიამ მეტოქის მენეჯერი დასცინა
•UFC

UFC

რთული გამოწვევა თუ შეცდომა? - მწვრთნელი მაკგრეგორის დაბრუნებაზე საუბრობს

•UFC

UFC

რთული გამოწვევა თუ შეცდომა? - მწვრთნელი მაკგრეგორის დაბრუნებაზე საუბრობს
•UFC

UFC

ცარუკიანი არ აიწონება: "წესით ილია და გეიჯი იბრძოლებენ"

•UFC

UFC

ცარუკიანი არ აიწონება: "წესით ილია და გეიჯი იბრძოლებენ"
•UFC

UFC

VIDEO: დვალიშვილი და მაჭარაშვილი - RAF 09-ის პირისპირ დგომები შედგა

•ქართული

ქართული

VIDEO: დვალიშვილი და მაჭარაშვილი - RAF 09-ის პირისპირ დგომები შედგა
•ქართული

ქართული

News image

29 მაი, 2026

ილია თოფურიამ მეტოქის მენეჯერი დასცინა

News image

29 მაი, 2026

რთული გამოწვევა თუ შეცდომა? - მწვრთნელი მაკგრეგორის დაბრუნებაზე საუბრობს

News image

29 მაი, 2026

ცარუკიანი არ აიწონება: "წესით ილია და გეიჯი იბრძოლებენ"

News image

30 მაი, 2026

VIDEO: დვალიშვილი და მაჭარაშვილი - RAF 09-ის პირისპირ დგომები შედგა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება