• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ენდი რობერტსონი ლივერპულს ემოციურად ემშვიდობება
ფეხბურთიფეხბურთი

ენდი რობერტსონი ლივერპულს ემოციურად ემშვიდობება

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, ენდი რობერტსონი, კლუბთან გამოსამშვიდობებლად ემზადება. კვირას, ბრენტფორდთან მატჩი ენფილდზე მისი ბოლო შეხვედრა იქნება.


შოტლანდიელი მცველი, რომელიც წლების წინ გავარდნილი ჰალიდან გადმოვიდა, მერსისაიდელთა მაისურით მოედანზე 377-ჯერ გავიდა, 9 ტიტული მოიგო და მოჰამედ სალაჰთან ერთად გუნდს საბოლოოდ ტოვებს.

გამოსამშვიდობებელი კვირის ფარგლებში რობერტსონმა მეგობრისგან და ყოფილი თანაგუნდელისგან, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისგან ემოციური საჩუქარი მიიღო - 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის ამსახველი ფოტო. ორმა მფრინავმა მცველმა წლების განმავლობაში პრემიერ ლიგაში მცველების საგოლე გადაცემების რეკორდი ერთმანეთს არაერთხელ წაართვა.

მიმდინარე სეზონში მილოშ კერკეზის ტრანსფერის შემდეგ რობერტსონმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მეორე არჩევნად იქცა, თუმცა კლუბს პრეტენზიების გარეშე ემშვიდობება:

მივდივარ ყოველგვარი სინანულისა და წყენის გარეშე. კონტრაქტის ახალი პირობები არ შემოუთავაზებიათ და ყველაფერი წინასწარ განვიხილეთ. ვიცი, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ლივერპულისთვის მოედანზე ყველაფერი გავიღე. ეს კლუბი უნიკალურია და ის ყოველთვის მომენატრება.


რობერტსონმა იუმორით გაიხსენა ლივერპულში გატარებული პირველი თვეებიც, როდესაც სათამაშო დროის სიმცირის გამო იურგენ კლოპთან საუბარს უფრთხოდა. მისი თქმით, კრისტალ პალასთან სადებიუტო მატჩში გულშემატკივრებმა მისი სიმღერა მაშინვე იმღერეს, თუმცა კლოპმა ის ამის შემდეგ „ოთხი თვით კარადაში გამოკეტა“, სანამ ძირითადის მუდმივ წევრად აქცევდა.

ინტერვიუში შოტლანდიელმა ფეხბურთელმა კლუბის უახლეს ისტორიაში არსებულ უმძიმეს პერიოდზეც ისაუბრა, რომელიც დიოგო ჟოტას ტრაგიკულ გარდაცვალებას უკავშირდება. რობერტსონის თქმით, ამან გუნდზე უდიდესი გავლენა იქონია:


ზაფხულში რაც გადავიტანეთ, იმედი მაქვს, არცერთ გუნდს და პერსონალს არასოდეს დაატყდება თავს. კვირების განმავლობაში ფეხბურთი საერთოდ არ გვაინტერესებდა, ვარჯიშიც კი არავის გვინდოდა, თუმცა როგორც პროფესიონალებს, წინ სვლა უნდა გაგვეგრძელებინა.


ლივერპულიდან წასვლის შემდეგ რობერტსონს წინ დიდი გამოწვევა ელის - ამ ზაფხულს იგი შოტლანდიის ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ქვეყანა ბოლო 28 წლის განმავლობაში პირველად იასპარეზებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ენდი რობერტსონი
კლოპი
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პენანტი ლივერპულს გვარდიოლას მოყვანას სთხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პენანტი ლივერპულს გვარდიოლას მოყვანას სთხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა დაუჯდა არსენალს ნანატრი ჩემპიონობა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა დაუჯდა არსენალს ნანატრი ჩემპიონობა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 მაი, 2026

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება

News image

20 მაი, 2026

პენანტი ლივერპულს გვარდიოლას მოყვანას სთხოვს

News image

20 მაი, 2026

რა დაუჯდა არსენალს ნანატრი ჩემპიონობა?

News image

17 სთ წინ

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება