სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ენცო ფერნანდესმა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ის და მისი არგენტინელი თანაგუნდელები ფრანგ მოთამაშეებსა და მათ აფრიკულ წარმომავლობაზე მღერიან, ბოდიში მოიხადა.
"მინდა გულწრფელად მოვიხადო ბოდიში ჩემს ინსტაგრამზე დადებული ვიდეოს გამო, რომელიც ეროვნული ნაკრების ზეიმის დროს გადავიღეთ.
სიმღერა შეიცავს შეურაცხმყფოელ ენას და ამ სიტყვების არანაირი გამართლება არ არსებობს.
ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ვარ და ბოდიშს ვიხდი, რომ აღნიშვნისას ეიფორიაში აღმოვჩნდი.
ის ვიდეო, ის მომენტი და ის სიტყვები არ ასახავს ჩემს წარმოდგენებსა და ხასიათს.
ძალიან ვწუხვარ." - დაწერა ენცომ ინსტაგრამის სთორიზე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები