ფრანგული L'Equipe-ის ცნობით ერიკ დაიაერი ზაფხულში მიუნხენის ბაიერნს დატოვებს და მონაკოს შეუერთდება.
მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ინგლისელი მცველი მონეგასკურ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე (გახანგრძლივების ოფცია) გააფორმებს.
31 წლის მოთამაშე მიუნხენის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
დაიერი ბაიერნს 2024 წელს ტოტენჰემიდან იჯარის წესით შეუერთდა, შემდეგ კი გერმანელებმა ის სრულფასოვნად გამოისყიდეს.