კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა.
პორტუგალიელმა არაბულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.
"ახალი თავი იწყება. იგივე ვნება, იგივე ოცნება. ერთად შევქმნათ ისტორია" - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.
კრიშტიანუ საუდის პრო ლიგაში 2023 წელს გადავიდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა.
გასული სეზონის ბოლოს იწერებოდა, რომ პორტუგალიელს შესაძლოა ალ ნასრი დაეტოვებინა, თუმცა რონალდუმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
