კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
საუდის არაბეთის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიელი სტეფანო პიოლი გუნდს ახალ სეზონში აღარ უხელმძღვანელებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიოლი სერია ა-ში დაბრუნდება, სადაც მისი დანიშვნით ფიორენტინა ინტერესდება.
პიოლიმ ალ ნასრი 2024 წლის სექტემბერში ჩაიბარა და 44 მატჩში უხელმძღვანელა (28 გამარჯვება, 7 ფრე, 9 მარცხი). მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.
რონალდუსთვის პიოლი ალ ნასრში უკვე მე-4 მწვრთნელი იყო რუდი გარსიას, დინკო იელიჩიჩის და ლუიშ კასტროს შემდეგ.