ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატი 2025 - რა უნდა ვიცოდეთ ტურნირზე?
სხვა სპორტისხვა სპორტი

Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატი 2025 - რა უნდა ვიცოდეთ ტურნირზე?

19 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ყველაზე დიდი გეიმინგ ტურნირის, Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება.


უფრო მეტი თამაშითა და უფრო დიდი საპრიზო თანხით, ღონისძიება საუდის არაბეთის როლს სდის, როგორც საერთაშორისო esports-ში მნიშნველოვანი მოთამაშისა.


ზაფხულის 7 კვირის განმავლობაში ღონისძიება არა მხოლოდ ელიტალური დონის გეიმინგს გვიჩვენებს, არამედ ფესტივალის სტილის გამოცდილებას შესთავაზებს გულშემატკივრებს, კონტენტ კრეატორებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს.


გთავაზობთ ყველაფერს, რაც ამ ჩემპიონატის შესახებ უნდა იცოდეთ.


თარიღი და ადგილი


2025 წლის Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატი 7 ივლისიდან 24 აგვისტომდე რიადში, Boulevard City-ში გაიმართება. ტურნირი ახალთახალ SEF არენაზე გაიმართება, რომელიც სპეიცალურად აშენდა 34 ათას კვადრატულ მეტრზე.


კომპლექსს 5 დარბაზი აქვს, მათ შორის მთავარი არენა, რომელიც 2200 მაყურებელს იტევს. ასევე არის გამოყოფილი ადგილები პროფესიონალური გუნდის ვარჯიშისთვის, გულშემატკივრებზე ორიენტირებული სივრცეები, კაფეები და კონტენტ კრეატორების ზონები.


გასულ წელთან შედარებით ზომა და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საუდის არაბეთს მიზნად აქვს, esports-ისა და გეიმინგ კულტურის გლობალური ჰაბი გახდეს.


რეკორდული საპრიზო ფონდი



2025 წლის ტურნირის საპრიზო ფონტი 70 მილიონი დოლარი იქნება, ყველაზე დიდი esports-ის ისტორიაში. შარშანდელი მაჩვენებელი 62.5 მილიონი იყო, რაც შეჯიბრების ზრდასა და ამბიციაზე მიუთითებს.


საპრიზო თანხა შემდეგნაირად არის გაყოფილი: 27 მილიონი საკლუბო ჩემპიონატისთვის არის გამოყოფილი, საიდანაც საუკეთესო კლუბი 7 მილიონს მიიღებს.


38 მილიონი 25 განსხვავებული ტურნირზე იქნება განაწილებული, 450 ათასი დოლარი კი MVP ჯილდოებისთვის გამოიყოფა, რომელიც ინდივიდუალურ პერფორმანსებზე იქნება დამოკიდებული. 5 მილიონი საკვალიფიკაციო ტურნირებს დაეთმობა, რომელიც მთავარი ღონისძიების წინ ჩატარდება.


ვარსკვლავური ძალა



ტურნირს კრიშტიანუ რონალდუს სახით ოფიციალური გლობალური ელჩი ეყოლება. EWC ფონდმა ასევე გამოაცხადა რამდენიმე მთავარი პარტნიორობა, მათ შორის გრძელვადიანი შეთანხმება Riot Games-თან, რომელიც League of Legends-ს, Teamfight Tactics-სა და Valorant-ს დაფარავს მინიმუმ 2027 წლამდე.


ასევე Chess.com დასახელდა ტურნირის საჭადრაკო კომპონენტის ოფიციალურ პლატფორმად.


საუდის არაბეთი ასევე უმასპინძლებს პირველ ოლიმპიურ Esports-ის თამაშებს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომპიტეტის მიერ არის მხარდაჭერილი.


თამაშების გაფართოებული სია


2025 წლის Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 ტურნირს ვიხილავთ სტრატეგიულ, სასროლო, სპორტულ, საბრძოლო და მობილურ თამაშებში.


ამ წელს ემატება: ჭადრაკი 10-წუთიანი ბლიცის ფორმატით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მაგნუს კარლსენი და ჰიკარუ ნაკამურა; Valorant და Crossfire, ორივე მათგანი დაემატა Riot Games-თან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ; და Fatal Fury: City of the Wolves.


ასევე ვიხილავთ: Dota 2, League of Legends, Counter-Strike 2, Call of Duty: Warzone და Black Ops 6, EA Sports FC 25, Street Fighter 6, PUBG Moible, Battlegrounds Mobile india, Apex Legends, StarCraft II, Rocket League, Tekken 8, Mobile Legends: Bang Bang და Tom Clancy's Rainbow Six Siege.


საკლუბო ჩემპიონატი


ღონისძიების მთავარი მომენტი საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც ახალისებს სხვადასხვა თამაშის პერფორმანსსა და სტაბილურ წარმატებას. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 200 კლუბის 2 ათასამდე მოთამაშე 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღებს მონაწილეობას.


საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს მინიმუმ ერთი ტურნირი და კიდევ ორ დამატებით ღნისძიებაში საუკეთესო 8 გუნდში უნდა გავიდეს. ეს სისტემა აფასებს როგორც დომინაციას და მრავალმხრივობას, ისე ახალისებს კლუბებს, რომ შემადგენლობები სხვადასხვა თამაშის გარშემო ააგონ.


გასულ წელს საუდის არაბეთში ბაზირებულმა Team Falcons-მა მოიგო საკლუბო ჩემპიონატი, ნიდერლანდურმა Team Liquid-მა მეორე ადგილი დაიკავა, შვეიცარიულმა Team BDS-მა კი - მესამე ადგილი.


საკლუბო ჩემპიონობისთვის ბრძოლა წელს კიდევ უფრო დაძაბული უნდა იყოს, რაც საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს Esports-ის გულშემატკივრებში.


გულშემატკივრების გამოცდილება და ინდუსტრიის სამიტი



Esports-ის მსოფლიო ჩემპიონატი ასევე უმასპინძლებს ღონისძიებებს სტუმრებისა და გულშემატკივრებისთვის.


სტუმრებს ასევე შეუძლიათ ქოსფლეი შეჯიბრებში, გულშემატკივართა შეხვედრებში, ლაივსტრიმებში, გეიმინგ გამოწვევებში, საზოგადოებრივ ღონისძიებებში, ლაივ პერფორმანსებში და მერჩენდაის ზონებში მიიღონ მონაწილეობა.


ტურნირის ბოლოს, 23 და 24 აგვისტოს ახალი გლობალური სპორტული კონფერენცია გაიმართება, რომელიც გეიმინგის, ტექნოლოგიის, მედიის და სპორტის ინდუსტრიის ლიდერებს იწვევს.


ბილეთის ფასები


ბილეთები როგორც დღიურად, ისე რამდენიმე კვირიანი დასწრებით იყიდება, ასევე არის VIP პაკეტებიც. საკვირაო ბილეთების ფასი 999 რიალიდან იწყება (266 დოლარი) იწყება. ორგანიზატორების თქმით დღიური ბილეთების ფასი ღონისძიების მოახლოებასთან ერთად გახდება ცნობილი.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კრიშტიანუ რონალდუ
საუდის არაბეთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - მესი და სუარესი რონალდუს გოლების რეკორდს ემუქრებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - მესი და სუარესი რონალდუს გოლების რეკორდს ემუქრებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ თუ მესი? ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ თუ მესი? ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

მესი: "ჩემი და რონალდუს მეტოქეობა მხოლოდ მოედნით შემოიფარგლებოდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი: "ჩემი და რონალდუს მეტოქეობა მხოლოდ მოედნით შემოიფარგლებოდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 ივნ, 2025

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - მესი და სუარესი რონალდუს გოლების რეკორდს ემუქრებიან

News image

17 ივნ, 2025

რონალდუ თუ მესი? ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი

News image

16 ივნ, 2025

კაპიტანი პორტუგალია - გორგილაძის ბლოგი

News image

10 სთ წინ

მესი: "ჩემი და რონალდუს მეტოქეობა მხოლოდ მოედნით შემოიფარგლებოდა"