• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ერთი გადასწრების ისტორია - როცა ალონსომ შუმახერის დომინაცია დაასრულა
სხვა სპორტისხვა სპორტი

ერთი გადასწრების ისტორია - როცა ალონსომ შუმახერის დომინაცია დაასრულა

29 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უცნობი არაა, რომ მიხაელ შუმახერი უშიშარი და დაუნდობელი მრბოლელი იყო, რასაც მისი ოპონენტები მთელი მისი კარიერის განმავლობაში ხედავდნენ. ბევრის აზრით, სწორედ ეს ხასიათი იყო, რის გამოც ის 7-გზის ჩემპიონი გახდა. თუმცა ყველა ეპოქა სრულდება და ფერნანდო ალონსო აღმოჩნდა ის, ვინც მიხაელ შუმახერის ერა დაასრულა. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი 2005 წლის იაპონიის გრან პრიზე მოხდა.


2005 წლის სეზონის ბოლოს წინა რბოლა სუზუკას ტასაზე ჩატარდა. ახალგაზრდა ალონსო, რომელიც რენოს პილოტი იყო, მთელი კამპანიის განმავლობაში საშიშროებას წარმოადგენდა შუმახერისთვის, თუმცა სუზუკას რბოლაში, კონკრეტულად კი 130R მოსახვევში გადასწრების დროს, F1-ის სამყარომ ძალთა ბალანსის ცვლილება იხილა.



საბურავი საბურავში რბოლის დროს, ესპანელმა 130R მოსახვევში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე მოსახვევია კალენდარში, გაზის სატერფულს ფეხი არ აუშვა და გერმანელს პოზიცია მოუგო.


წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ალონსომ შუმახერს 300 კმ/სთ სიჩქარით გადაასწრო. რომელიმე პილოტის მხრიდან ოდნავ განსხვავებული მოძრაობა და შესაძლოა ყველაფერი ძალიან საშიში და ფატალური ინციდენტით დასრულებულიყო. რატომ გარისკა ალონსომ და არ დაიხია უკან? როცა ფერნანდოს რბოლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჰკითხეს ამ გამბედავ მოქმედებაზე, მან თქვა:


ასეთ მომენტებში ყოველთვის მახსოვს, რომ მიხაელს ორი შვილი ჰყავს.


ალონსომ შუმახერის დომინაცია დაასრულა


2005 წელს რენოსთან ერთად პირველი ტიტულის მოგების შემდეგ, ალონსო იმ დროისთვის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, არამედ შუმახერის დომინაციაც დაასრულა. მან გერმანელს ტიტული წაართვა, რომელსაც საუკუნის დასაწყისში ზედიზედ 5-ჯერ ჰქონდა მოპოვებული ჩემპიონობა. ზუსტად ამიტომაც იყო 130R მოსახვევში შესრულებული გადასწრება დამატებით განსაკუთრებული, რამაც დინამიკის ცვლილებას გაუსვა ხაზი.



ალონსოს ზედიზედ მეორე ჩემპიონობის შემდეგ, შუმახერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 2006 წელს მიხაელი პირველ ჯერზე წავიდა სპორტიდან, თუმცა 2010 წელს მერსედესს შეუერთდა. გერმანელი ლეგენდის ასპარეზობა ერთადერთ გერმანულ გუნდში ქვეყნისთვის ამაღელვებელი მოვლენა იყო.


თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში შუმახერმა მერსედესის რიგებში რბოლის მოგება ვერ მოახერხა, მაგრამ მან ის საქმე მაინც გააკეთა, რისთვისაც გუნდში მივიდა. შუმახერმა ბევრი იშრომა და ვერცხლისფერ ისრებს F1-ში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. 2012 წელს მისი კარიერის დასრულების შემდეგ, F1-ში მერსედესის დომინაცია დაიწყო.



რაც შეეხება ფერნანდო ალონსოს, 2018 წელს ესპანელმა მაკლარენში ჩატარებული სეზონის შემდეგ 37 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, 2021 წელს კი ვეტერანი სპორტსმენი ფორმულა 1-ში დაბრუნდა, კერძოდ ალპინის (ყოფილი რენო) რიგებში. ალონსოს მიხაელ შუმახერის შვილის, მიკის წინააღმდეგაც მოუწია რბოლა. ფერნანდო დღემდე ასპარეზობს ფორმულა 1-ში, ახლა ის ასტონ მარტინს ეხმარება ქულების მოპოვებაში.


სხვათა შორის, 29 ივლისი ლეგენდარული ესპანელის დაბადების დღეა, ფერნანდო ალონსო დღეს 44 წლის გახდა. ასაკის მიუხედავად, ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი კარიერის მეორედ დასრულებას ჯერ არ ჩქარობს.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფერნანდო ალონსო
ფორმულა 1

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საინტერესო დეტალები 2026 წლის მონაკოს გრან-პრის წინ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

საინტერესო დეტალები 2026 წლის მონაკოს გრან-პრის წინ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

გასლის მონაკოს გრან პრიზე პოდიუმი დაუბრუნდა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

გასლის მონაკოს გრან პრიზე პოდიუმი დაუბრუნდა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონის კრახი და ნორისის პოზიცია: დიდი ბრძოლა უნგრეთში

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ჰამილტონის კრახი და ნორისის პოზიცია: დიდი ბრძოლა უნგრეთში
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

04 ივნ, 2026

საინტერესო დეტალები 2026 წლის მონაკოს გრან-პრის წინ

News image

12 ივნ, 2026

გასლის მონაკოს გრან პრიზე პოდიუმი დაუბრუნდა

News image

20 ივლ, 2026

ჯორჯ რასელის კოშმარი და კრახი სპაში

News image

19 სთ წინ

ჰამილტონის კრახი და ნორისის პოზიცია: დიდი ბრძოლა უნგრეთში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება