მარკო ვან ბასტენმა, ლა ლიგისა და სერია A-ს მატჩის აშშ-სა და ავსტრალიაში ჩატარების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი გამოთქვა.
„თქვენ გაქვთ ლიგა, რომელიც ესპანეთში ან იტალიაში ტარდება და მოულოდნელად იმავე ლიგას მსოფლიოს მეორე მხარეს თამაშობთ. საშინაო მოედნის უპირატესობა სრულიად განსხვავებულია და სიგიჟეა თქვენივე გულშემატკივრებისთვის. საერთოდ, რა სახის კომედიაა ეს?!
მე ნამდვილად ვერ ვხვდები, სიგიჟედ მეჩვენება. ეს თქვენივე გულშემატკივრებისა და ქვეყნის მიმართ პატივისცემის ნაკლებობას გამოხატავს. ასევე, ეს ჩემპიონატის წარუმატებლობა და მისი ფალსიფიცირებაა! ეს არასწორია, შეჯიბრის დამახინჯებაა და უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის გადაცემა Rondo-ში.
შეგახსენებთ, უეფა-მ ლა ლიგასა და სერია A-ს ნება დართო, ვილიარეალი-ბარსელონას მატჩი - მაიამიში, ხოლო მილანი-კომოს შეხვედრა პერტში ჩატარდეს.