• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შვედეთის ნაკრებმა იონ დალ ტომასონი გაათავისუფლა
ფეხბურთიფეხბურთი

შვედეთის ნაკრებმა იონ დალ ტომასონი გაათავისუფლა

14 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, შვედეთმა თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი იონ დალ ტომასონი გაათავისუფლა.


ისინი B ჯგუფის ოთხ თამაშში ერთი ქულით ბოლო ადგილზე არიან, მას შემდეგ რაც ორშაბათს 1:0 წააგეს კოსოვოსთან. შვედეთმა, რომლის შემტევ ხაზშიც არიან ალექსანდერ ისაკი და ვიქტორ გიოკერეში, ჯგუფის პირველ სამ შეხვედრაში სლოვენიასთან ფრე ითამაშა, კოსოვოსთან და შვეიცარიასთან კი წააგო.


ტომასონი გახდა შვედეთის პირველი უცხოელი მწვრთნელი, როცა დანიელი გუნდს 2024 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში.


„გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ კაცთა ეროვნული ნაკრები ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც ველოდით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მარტის ფლეი-ოფში გასასვლელად და ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ რაც შეიძლება ოპტიმალური პირობები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში მონაწილეობის მისაღწევად.


ამ კონტექსტში ჩვენ ვაფასებთ, რომ საჭიროა ახალი ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის სახით.“ - ნათქვამია შვედეთის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე სიმონ ასტრიომის განცხადებაში.


შვედეთი შემდეგ ტურში შვეიცარიაში გაემგზავრება და შემდეგ შინ სლოვენიას უმასპინძლებს, რათა სცადოს მეორე ადგილზე მყოფ კოსოვოს, რომელსაც 7 ქულა აქვს, გაუთანაბრდეს.


თუმცა, მათ მაინც შეუძლიათ ფლეი-ოფში გასვლა, თუნდაც ჯგუფში პირველ ორ ადგილს გარეთ დარჩნენ, 2024-25 წლების ერთა ლიგაში მიღწეული წარმატების გამო, სადაც საკუთარი ჯგუფი მოიგეს.


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულები შეავსებენ ევროპის 16-დან 12 ადგილს მომავალი ზაფხულის ტურნირისთვის, ხოლო ჯგუფების მეორე ადგილოსნები ფლეი-ოფში გავლენ.


მათ შეუერთდებიან ერთა ლიგის ჯგუფების ოთხი საუკეთესო გამარჯვებული, რომლებიც შესარჩევში პირველ ორ ადგილს მიღმა დარჩებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მსოფლიო ჩემპიონატი
შვედეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

06 აგვ, 2026

რატომ ითხოვენ 2030 წლის მუნდიალიდან აფრიკელების მოკვეთას?

News image

06 აგვ, 2026

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

News image

7 სთ წინ

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

News image

5 სთ წინ

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

რატომ ითხოვენ 2030 წლის მუნდიალიდან აფრიკელების მოკვეთას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ითხოვენ 2030 წლის მუნდიალიდან აფრიკელების მოკვეთას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავიმ ფინალამდე დადებული პირობა შეასრულა - როგორია ფეხბურთელის ახალი იმიჯი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი