• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ესპანეთი V საქართველო - პრევიუ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ესპანეთი V საქართველო - პრევიუ

09 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები 2025 წელს კიდევ ორ ურთიერთშეხვედრას გამართავენ. აქამდე გუნდებს 8-ჯერ აქვთ ნათამაშები - ესპანელებმა 7-ჯერ მოიგეს, ჩვენ - ერთხელ. ესპანეთმა ბოლო ოთხი შეხვედრა ჯამში 18:3 მოიგო, სულ ბოლოს ევრო 2024-ის 1/8 ფინალში - 4:1.


11 ოქტომბერი მათი წლევანდელი პირველი ურთიერთშეხვედრის თარიღია - ვილი სანიოლის გუნდი ფურია როხას ელჩეში, მანუელ მარტინესის სახელობის სტადიონზე ეწვევა.

ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა, რომელიც ამჟამად ფიფა-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შესანიშნავად დაიწყო - თურქეთი და ბულგარეთი, ორივე სტუმრად, ჯამში 9:0 დაამარცხა.

თურქეთის 6:0 განადგურება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. საერთოდ, 1993 წლის მარტიდან მოყოლებული ესპანელებს მსოფლიოს შესარჩევზე მხოლოდ 1 წაგება აქვთ (58 მოგება და 14 ფრე), თანაც, საკუთარ მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში არასდროს დამარცხებულან!

ამ ფანჯრის პერიოდში, საქართველოს ნაკრებს თურქეთში გასვლითი მატჩიც ელის, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის საბრძოლველად, ამ კვირას გადამწყვეტ პერიოდად აქცევს.

თურქეთთან საშინაო მატჩში პირველი ტურის მარცხი, შესაძლოა, ამ მხრივ ძალიან ძვირი დაჯდეს, თუმცა ვილი სანიოლის შეგირდებმა ბულგარეთის დამარცხება მაინც მოახერხეს და ჯერჯერობით ცხრილის მე-2 ადგილს იკავებენ.

ჯვაროსნები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო წლების შედეგებით კმაყოფილები ვერ იქნებიან - ბოლო 40 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგეს (13 ფრე და 24 წაგება).

რეალ სოსიედადის კაპიტანი, მიკელ ოიარსაბალი ესპანეთის ნაკრების საყრდენ ფიგურად იქცა - ბოლო ხუთ სანაკრებო მატჩში 8 გოლში (4 გოლი და 4 ასისტი) მიიღო მონაწილეობა. ქართველთა მხარეს შესანიშნავ ფორმაშია გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ბოლო 6 სანაკრებო შეხვედრაში 8 გოლი შექმნა - 7 გოლი და 1 ასისტი. მიქაუტაძემ უკანასკნელ ორ საკლუბო მატჩში იუვენტუსსა და რეალს გაუტანა.

ესპანელებს საქართველოსთან მატჩისას 7-კაციანი დანაკლისი აქვთ - ლუის დე ლა ფუენტეს ლამინ იამალის, როდრის, ფაბიან რუისის, დანი კარვახალის, დინ ჰაუსენის, ფერმინ ლოპესისა და ნიკო უილიამსის გამოყენების საშუალება არ აქვს.

საქართველოს გიორგი ჩაკვეტაძე აკლია, ესპანეთთან ასევე ვერ ითამაშებს ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა თურქეთთან უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ბოლო საკლუბო მატჩებში ტრავმიანობდა, მაგრამ სანაკრებო მატჩებს მზადყოფნაში ხვდება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთი და საქართველო 11 ოქტომბერს, ელჩეში, მანუელ მარტინესის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.


მატჩს იმსაჯებს ლიეტუველი მანფრედას ლუკიანჩუკასი, რომელსაც VAR-ის ჯიხურიდან პორტუგალიელი ტიაგუ მარტინში დაეხმარება.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ესპანეთის ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მოგება უხვგოლიან მატჩში - 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მოგება უხვგოლიან მატჩში - 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კარგი მატჩი გამოვიდა, მთავარია გავიმარჯვეთ" - ნარიმანიძე მალტასთან შეხვედრაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კარგი მატჩი გამოვიდა, მთავარია გავიმარჯვეთ" - ნარიმანიძე მალტასთან შეხვედრაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი სანაკრებო ტურნირი - ბორჯღალოსნების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

•ქართული

ქართული

ახალი სანაკრებო ტურნირი - ბორჯღალოსნების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია
•ქართული

ქართული

"ჯგუფის მე-3 ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ" - სვანაძე მალტასთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჯგუფის მე-3 ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ" - სვანაძე მალტასთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

VIDEO: მოგება უხვგოლიან მატჩში - 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა

News image

11 სთ წინ

"კარგი მატჩი გამოვიდა, მთავარია გავიმარჯვეთ" - ნარიმანიძე მალტასთან შეხვედრაზე

News image

11 სთ წინ

ახალი სანაკრებო ტურნირი - ბორჯღალოსნების მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

News image

12 სთ წინ

"ჯგუფის მე-3 ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ" - სვანაძე მალტასთან მატჩის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება