თორნიკე მორჩილაძემ ხორვატული რიეკა დატოვა და კარიერას ესპანეთის რანგით მესამე ლიგის ლუგოში გააგრძელებს.
დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილმა 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2+1 ფორმატით, ანუ მესამე სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა, ხოლო რიეკადან იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
კლუბი მას ახასიათებს, როგორც გამოცდილ ვინგერს, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია. ლუგოს აზრით მისი მოსვლა გუნდის შეტევის ხაზს მრავალფეროვნებას შესძენს.
2018/19 წლებში ამავე გუნდში იჯარით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც თამაშობდა.