გარეტ ბეილმა "უელსი-გოლფი-მადრიდი" ბანერის ამბავი გაიხსენა.
„ესპანურმა პრესამ გამანადგურა. იმ ბანერზე თითიც კი არ შემიხია. ორ–სამ კვირაში ერთხელ ვთამაშობდი, ისიც მხოლოდ დასვენების დღეებში. არასდროს მითამაშია რვა საათი. ყოველთვის სრული პროფესიონალიზმით ვიქცეოდი. მაგრამ ხალხმა არ იცის ეს, ამიტომ იგონებენ რაღაცებს.
ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, რასაკვირველია აღვნიშნავდი, მთელი გუნდი იქ იყო.
ვიღაცამ დროშა ჩემს წინ გადმოაგდო. რა უნდა მექნა? საკუთარი ქვეყნის დროშას ძირს ვერ დავაგდებდი, ეს ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რაც კი შემეძლო გამეკეთებინა.
სინამდვილეში ფიზიკურად საერთოდ არ შევხებივარ დროშას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვგულისხმობდი: ამას მე არ ვაკეთებ, უბრალოდ ვზეიმობ ჩემს მეგობრებთან ერთად. მერე რაც მოხდა, მოხდა.
უელსი–გოლფი–მადრიდის დროშის ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, სოსიედადთან ბერნაბეუზე ბოლო 30 წუთი ვითამაშე. თავიდან ყველა მისტვენდა, მაგრამ ბოლოს აპლოდისმენტებით გამაცილეს, კარგად ვითამაშე.
სახლში რომ მივდიოდი, ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა: ‘შენ შეშლილი ხარ. ასეთ ზეწოლას ვერავინ გაუმკლავდება, მერე გამოვა და ასეთ რაღაცებს გააკეთებს, უცნაური ადამიანი ხარ’.
მე კი ვუპასუხე: ‘ბედნიერება ისაა, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერად ვარ. სხვები ჩემს სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ, არ ვიცი გაუძლებდნენ თუ არა’.“ - იხსენებს ბეილი GQ Magazine-თან.