• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

24 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ფინალურ ბლოკში ორმა ქართველმა იასპარეზა - ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ).


ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში IJF-ის დროშის ქვეშ მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას იუკოთი მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი ბინდა ნდიაე იყო.


ეთერმა 1/4 ფინალში იპონით იმარჯვა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ისრაელის წარმომდაგენელ ტიმნა ნელსონ ლევის იუკოთი მოუგო და ფინალში გავიდა.


ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ სეია ბელჰაუსს დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს ეთერისთვის ევროპის ჩემპიონატებზე მე-4 მედალია - 2022 და 2024 წლებში მან ბრინჯაოს, ხოლო 2023 წელს ოქროს მედალი დაიმსახურა.


რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, მან პირველ ეტაპზე შიდოებით მოუგო ჩეხ კარიმოვს და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც თურქ ბილალ ჩილოღლუს ასევე შიდოებით აჯობა.


შავდათუაშვილმა 1/4 ფინალიში, 16 წუთიან ბრძოლაში იუკოთი მოუგო კოსოვოელ აკილ ჯაკოვას და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით წააგო.


ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.


დღეს ასევე იასპარეზეს ნინო ლოლაძემ (-57 კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (-57 კგ). ლოლაძემ პირველ ეტაპზე ბულგარელი სნეზანა გრამატიკოვა იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა სერბ მარიცა პერისიჩთან.


ეთერ ასკილაშვილი კი პირველივე ეტაპზე ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლაშა შავდათუაშვილი
ძიუდო
საქართველო
ეთერ ლიპარტელიანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: რა გოლიიიიი - კვარამ ჩელსის ულამაზესი დარტყმით გაუტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რა გოლიიიიი - კვარამ ჩელსის ულამაზესი დარტყმით გაუტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუბლი და ასისტი ცვლილებიდან 28 წუთში - კვარას ტოპ მატჩი და MVP-ის წოდება ჩელსისთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუბლი და ასისტი ცვლილებიდან 28 წუთში - კვარას ტოპ მატჩი და MVP-ის წოდება ჩელსისთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდილო ირლანდიელი ფანები საქართველოში მატჩზე დასწრებას შეძლებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდილო ირლანდიელი ფანები საქართველოში მატჩზე დასწრებას შეძლებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

VIDEO: რა გოლიიიიი - კვარამ ჩელსის ულამაზესი დარტყმით გაუტანა

News image

18 სთ წინ

VIDEO: დუბლი და ასისტი ცვლილებიდან 28 წუთში - კვარას ტოპ მატჩი და MVP-ის წოდება ჩელსისთან

News image

6 სთ წინ

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი

News image

4 სთ წინ

ჩრდილო ირლანდიელი ფანები საქართველოში მატჩზე დასწრებას შეძლებენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება