ევერტონის ექს-ფეხბურთელს, ლი ტეს, ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ლი ტემ, რომელიც ფეხბურთელობისას ევერტონში, შეფილდ იუნაიტედში და ჩინურ კლუბებში თამაშობდა, 2019-2021 წლებში ჩინეთის ნაკრების მწვრთნელად იმუშავა. მას შედეგ, რაც გუნდმა 2022 წლის მუნდიალზე გასვლის შანსები დაკარგა, მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
2022 წლის ნოემბერში ლი ტე ჩინურ ფეხბურთში კორუფციის საქმეზე დააკავეს და დაკითხვაზე, მან ქრთამების მიცემის მრავალჯერადი ფაქტიც დაადასტურა, მათ შორის - ჩინეთის ნაკრების მწვრთნელობისთვისაც.
2018 წელს, ლი ტემ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაში 3 მილიონი იუანი (422 ათასი დოლარი) გადაიხადა. გარდა ამისა, მან აღიარა, რომ ჩინეთის მეორე ლიგაში არაერთ ჩაწყობილ თამაშზე მიუწვდებოდა ხელი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორუფციის გამო, ლი ტეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტს კი 15 წელი მიესაჯა.