• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევრო 2024 - 24 ივნისი [პრევიუ და ჩვენი პროგნოზები]
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - 24 ივნისი [პრევიუ და ჩვენი პროგნოზები]

24 ივნ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება, დღეს მე-3 ტურის მატჩები გაიმართება B ჯგუფში.


ესპანეთმა ტურნირის ფავორიტის სტატუსი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარა, რაც 1/8 ფინალის საგზური ჯგუფის ერთი მატჩით ადრე გამარჯვებით მოიპოვა. ფურია როხამ ხორვატიასთან და იტალიასთან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, რაც ლუის დე ლა ფუენტეს შანსს აძლევს სხვა მოთამაშეებიც გამოსცადოს.


თუმცა ეს დავალეას არ უადვილებს ალბანეთს, რადგან ესპანელების შემადგენლობა ღრმაა. სილვინიოს გუნდმა პოზიტიური ნიშნები დატოვა პირველ ორ თამაშში, იტალიასთან საოცნებო სტარტის შემდეგ ისინი დამარცხდნენ, ხორვატიასთან კი გამათანაბრებელი გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს, მათი იმედები კი კვლავ ცოცხალია.


სავარაუდო შემადგენლობები:


ალბანეთი: სტრაკოშა; ბალიუ, ისმაილი, ჯიმშიტი, მიტაი; რამადანი, აბრაში, ასლანი, ბაირამი, ლაცი; ბროია.

დისკვალიფიცია: დაკუ.

დისკვალიფიკაციის საფრთხე: ბროია, ჯიასულა, ჰოქსა, ჰისაი.


ესპანეთი: რაია, ნავასი, ვივიანი, ლაპორტი, გრიმალდო; მერიონო, სუბიმენდი, ოლმოლ ტორესი, ხოსელუ, ოიარსაბალი.

დისკვალიფიკაცია: როდრი

დისკვალიფიკაციის საფრთხე: კარვახალი, ლე ნორმანი.


ცხადია, ჩვენ საქართველოს ნაკრებზეც ვფიქრობთ, ამ შეხვედრაში კი ესპანეთის ნაკრების გამარჯვება გვაწყობს, რადგან მე-3 ადგილის დაკავების შემთხვევაში ალბანეთს 1 ქულა დარჩეს.


მწვრთნელებს ზლატკო დალიჩსა და ლუჩიანო სპალეტის მე-3 თამაშის წინ ბევრი საფიქრალი აქვთ. ხორვატიას მხოლოდ ერთი ქულა აქვს, ისინი ესპანეთთან დამარცხდნენ და ალბანეთთან ქულა ბოლო წუთზე მოიპოვეს. მათი კარის ბადე კი უკვე 5-ჯერ შეარხიეს, ხორვატები დღეს მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.


იტალიელებმაც ალბანეთისგან ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვეს, თუმცა შემდეგ მატჩის მოტრიალება შეძლეს. აი, ესპანეთთან კი მათ მეტოქის თამაშზე პასუხი არ ჰქონდათ. ისტორიაში ჯერ-ჯერობით ერთადერთმა ნაკრებმა დაიცვა ევროპის ჩემპიონის ტიტული (ესპანეთი), იტალიისგან კი მინიმუმ პლეიოფის საგზურს მაინც ელოდებიან, რისთვისაც გუნდს სამუშაო აქვს, ისევე როგორც ხორვატიას.


სავარაუდო შემადგენლობები:


ხორვატია: ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, ერლიჩი, გვარდიოლი; მოდრიჩი, კოვაჩიჩი; პაშალიჩი, სუჩიჩი, კრამარიჩი; ბუდიმირი.

დისკვალიფიკაციის საფრთხე: ივუშიჩი


იტალია: დონარუმა; დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო; კრისტანტე, ჟორჟინიო; ბარელა, პელეგრინი, კიეზა; რეტეგი.

დისკვალიფიკაციის საფრთხე: კალაფიორი, კრისტანტე, დონარუმა, პელეგრინი.


ამ შეხვედრაში საქართველოს იტალიის არწაგება აწყობს. ამ თამაშის ფრედ დასრულების შემდეგაც ხორვატიას 2 ქულა ექნება და მე-3 ადგილის დაკავების შემთხვევაში, მათი ბურთების ბალანსი -3 იქნება, რაც თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობას მოგვცემს.


ასევე საინტერესო ფაქტია, რომ გუნდებს შორის ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა.


იტალია 1-2 ხორვატია (2002)

იტალია 0-2 ხორვატია (2006)

იტალია 1-1 ხორვატია (2012)

იტალია 1-1 ხორვატია (2014)

ხორვატია 1-1 იტალია (2015)


ორივე მატჩი დღეს 23:00-ზე დაიწყება.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ალბანეთის ნაკრები
ალბანეთი
ევრო 2024
პრევიუ
spain
croatia
ესპანეთის ნაკრები
იტალიის ნაკრები
ევროპის ჩემპიონატი
იტალია
ხორვატიის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერინო: „როგორ ვაპირებთ საფრანგეთის დამარცხებას?"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მერინო: „როგორ ვაპირებთ საფრანგეთის დამარცხებას?"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრიმ იამალს დამშვიდებისკენ მოუწოდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრიმ იამალს დამშვიდებისკენ მოუწოდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

23 სთ წინ

მერინო: „როგორ ვაპირებთ საფრანგეთის დამარცხებას?"

News image

19 სთ წინ

მუნდიალი 2026: ოთხეული, შანსები და იმედები

News image

16 სთ წინ

როდრიმ იამალს დამშვიდებისკენ მოუწოდა

News image

10 სთ წინ

დიდი მატჩის დღე - საფრანგეთი და ესპანეთი მუნდიალის პირველ ფინალისტს გამოავლენენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება