მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაგრძელებთ ევრო 2024-ს ჯგუფების განხილვას და დღესB ჯგუფის დრო დადგა,რომელსაც ე.წ. „სიკვდილის ჯგუფი“ შეარქვეს.
ევრო 2024, ჯგუფი B: ესპანეთი, იტალია, ხორვატია, ალბანეთი
ესპანეთი (დააჭირე)
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი დიდ გამარჯვებებს მოწყურებულია.ესპანეთის ნაკრების ბოლო წარმატება, უეფას ერთა ლიგას თუ არ ჩავთვლით, 2012 წლით თარიღდება,როცა ფურია როხამ ზედიზედ მეორე და თავის ისტორიაში მე-3 ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
განაცხადს რაც შეეხება, ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი,ვინც დე ლა ფუენტეს გუნდში ვერ მოხვდა, ალბათ მარკო ასენსიოა, რომელიც რეალიდან პსჟ-შიმეტი სათამაშო დროისთვის წავიდა, თუმცა იქაც მხოლოდ როტაციის ფეხბურთელის წოდება ხვდაწილად.
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი),ალექს რემირო (სოსიედადი)
მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია),ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი), რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი), ნაჩო (რეალი), დანიელ ვივიანი(ბილბა), გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკ კუკურელია (ჩელსი)
ნახევარმცველები: როდრი (მან სიტი), მარტინ სუბიმენდი(სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო (სოსიედადი), პედრი (ბარსელონა), ალექსბაენა (ვილიარეალი), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა)
თავდამსხმელები: მორატა (ატლეტიკო), ხოსელუ (რეალი),ოიარსაბალი (სოსიედადი), ოლმო (ლაიფციგი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ნიკო უილიამს(ბილბაო), ლამინ იამალი (ბარსელონა), აიოზე პერესი (ბეტისი).
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ჯგუფის სხვა წევრებთან:
იტალია: 40 მატჩი - 15 მოგება, 13 ფრე, 12 მარცხი
ხორვატია: 10 მატჩი - 6 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი
ალბანეთი: 8 მატჩი - 8 მოგება
საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე: პირველი ადგილი (3) - 1964, 2008,2012.
ბოლო 5 მატჩის შედეგი: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი
ესპანეთი 3:1 საქართველო
ესპანეთი 0:1 კოლუმბია
ესპანეთი 3:3 ბრაზილია
ესპანეთი 5:0 ანდორა
ესპანეთ 5:1 ჩრდილოეთ ირლანდია.
იტალია (დააჭირე)
ევროპის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ბოლო სამ წელში ბევრირამ შეიცვალა, დაწყებული მთავარი მწვრთნელით და დამთავრებული ლიდერებით - წინა ევროსმსგავსად, სკუადრა აძურა არც ამჟამად მოიაზრება ევროს მთავარ ფავორიტებს შორის. თუმცა,წინაზე ეს გუნდს დადებითად წაადგა. ვინ იცის, რა იქნება ამჯერად?
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი(ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი, მატეო დარმიანი, ფედერიკოდიმარკო (ყველა ინტერი), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), რაულ ბელანოვა, ალესანდრო ბუონჯორნო(ორივე ტორინო), ანდრეა კამბიაზო, ფედერიკო გატი (ორივე იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო(ნაპოლი), ჯანლუკა მანჩინი (რომა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივეინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (ორივე რომა), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა),ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), ჟორჟინიო (არსენალი)
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფანელ შაარავი (რომა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა(ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო).
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ჯგუფის სხვა წევრებთან:
ხორვატია: 9 მატჩი - 1 მოგება, 5 ფრე, 3 მარცხი
ესპანეთი: 40 მატჩი - 12 მოგება, 13 ფრე, 15 მარცხი
ალბანეთი: 4 მატჩი, 4 მოგება.
საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე: პირველი ადგილი (2) – 1968, 2020.
ბოლო ხუთი მატჩის შედეგი: 3 მოგება, 2 ფრე
იტალია 5:0 ჩრდილოეთ მაკედონია
უკრაინა 0:0 იტალია
იტალია 2:1 ვენესუელა
ეკვადორი 0:2 იტალია
იტალია 0:0 თურქეთი
დღეს: იტალია - ბოსნია (ამხანაგური).
ხორვატია
ლუკა მოდრიჩი თავის დიდებულ კარიერაში ევროპის ჩემპიონატებზეუკანასკნელად წარსდგება. თუმცა, თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე მას ვერცხლის და ბრინჯაოსმედლები აქვს, ევროზე ის ჯერჯერობით უმედლოდ არის და დიდი წარმატების უკანასკნელი შანსისწორედ წელს ექნება.
მეკარეები: დომინიკლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე), ივიცა ივუშიჩი (პაფოსი), ნედილკო ლაბროვიჩი (რიეკა)
მცველები: დომაგოი ვიდა(აეკი), იოსიპ იურანოვიჩი (უნიონი), იოშკო გვარდიოლი (მან სიტი), ბორნა სოსა, იოსიპშუტალო (ორივე აიაქსი), იოსიპ სტანიშიჩი (ლევერკუზენი), მარტინ ერლიჩი (სასუოლო), მარტინპონგრაჩიჩი (ლეჩე)
ნახევარმცველები: ლუკამოდრიჩი (რეალი), მატეო კოვაჩიჩი (მან სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ალ ნასრი), მარიოპაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო), ლოვრო მაერი (ვოლფსბურგი), ლუკა ივანუშეცი(ფეიენოორდი), ლუკა სუჩიჩი (ზალცბურგი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები), ივან პერიშიჩი(ჰაიდუკი), მარკო პაშალიჩი (რიეკა), მარკო პიაცა (რიეკა)
თავდამსხმელები: ანდრეიკრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა).
გაფართოებულ შემადგენლობაშიიყვნენ ასევე ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), დუე კალეტა კარი (ლიონი), კრისტიან იაკიჩი(აუგსბურგი), დომინიკ კოტარსკი (პაოკი), ტონი ფრუკი (რიეკა), მარტინ ლუბიჩიჩი (ლასკი),იგორ მატანოვიჩი (კარლსრუე), ნიკო სიგური (ჰაიდუკი) და პეტარ სუჩიჩი (დინამო ზაგრები).
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ჯგუფის სხვა წევრებთან:
იტალია: 9 მატჩი - 3 მოგება, 5 ფრე, 1 მარცხი
ესპანეთი: 10მატჩი - 3 მოგება, 1 ფრე, 6 მარცხი
ალბანეთი - გუნდები არასდროს არ შეხვდერილან.
ბოლო 5 მატჩის შედეგი: 5 მოგება
ხორვატია 1:0 სომხეთი
ტუნისი 0:0 (4:5 პენ) ხორვატია
ეგვიპტე 2:4 ხორვატია
ხორვატია 3:0 ჩრდილოეთ მაკედონია
პორტუგალია 1:2 ხორვატია.
ალბანეთი
ერთი შეხედვით განწირული ნაკრები, რომელსაც ყველა ექსპერტითუ ბუკმეიკერი პრაქტიკულად 0 ქულით გავარდნას უწინაწარმეტყველებს. თუმცა, ისტორიასახსოვს შემთხვევები, როცა სწორედ ასეთ „განწირულ“ გუნდებს გაუსროლიათ. შორს რომ არწავიდეთ - 2014 წლის მუნდიალი გავიხსენოთ, როცა სამ მსოფლიო ჩემპიონთან (ინგლისი, ურუგვაი,იტალია) ჯგუფში, პირველი ადგილი კოსტა რიკამ დაიკავა.
მეკარეები: თომას სტრაკოშა (ბრენტფორდი), ეტრიკ ბერიშა(ემპოლი), სიმონ სიმონი (აინტრახტი), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა)
მცველები: ნასერ ალი (ვოლუნტარი), არლინდ აიეტი (კლუჟი),მარიო მიტაი (ლოკომოტივი), ელსეიდ ჰიუსაი (ლაციო), ბერატ ჯიმსიტი (ატალანტა), ენეამიხაი (ფამალიკანი), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო), არდიან ისმაილი (ემპოლი), მარაშ კუმბულა(სასუოლო)
ნახევარმცველები: კაზიმ ლიაჩი (სპარტა პრაღა), კრისტიანასლანი (ინტერი), იულბერ რამადანი (ლეჩე), იასირ ასანი (კვანჩჟუ), კლაუს გიასულა (დარმშტადტი),ამირ აბრაში (გრასჰოპერსი), ნედიმ ბაირამი (სასუოლო), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში), მედონბერიშა (ლეჩე)
თავდამსხმელები: არმანდო ბროია (ფულემი), რეი მანაი(სივასპორი), მირლინდ დაკუ (რუბინი), ტაულიანტ სეფერი (ბანი იასი), არბიორ ჰოჯა (დინამოზაგრები).
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ჯგუფის სხვა წევრებთან:
ესპანეთი: 8 მატჩი - 8 წაგება
იტალია: 4მატჩი - 4 წაგება
ხორვატია - არ უთამაშიათ.
საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატებზე: ჯგუფური ეტაპი(1) – 2016.
ბოლო 5 მატჩის შედეგი: 2 მოგება, 2 წაგება, 1 ფრე
ალბანეთი 0:0 ფარერები
ალბანეთი 0:3 ჩილე
შვედეთი 1:0 ალბანეთი
ალბანეთი 3:0 ლიხტენშტეინი
ალბანეთი 3:1 აზერბაიჯანი.
ჯგუფის განრიგი:
ესპანეთი - ხორვატია (15 ივნისი, 20:00)
იტალია - ალბანეთი (15 ივნისი, 23:00)
ხორვატია - ალბანეთი (19 ივნისი, 17:00)
ესპანეთი - იტალია (20 ივნისი, 23:00)
ალბანეთი - ესპანეთი (24 ივნისი, 23:00)
ხორვატია - იტალია (24 ივნისი, 23:00).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
1 დღის წინ
11 საათის წინ
12 საათის წინ