• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევრო 2024 - დიდ გამარჯვებებს მოწყურებული ესპანეთი
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - დიდ გამარჯვებებს მოწყურებული ესპანეთი

29 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

adjarabetarena-ზე ვაგრძელებთ ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების გაცნობას და დღეს ესპანეთის ნაკრების ჯერი დადგა.


ესპანეთის ნაკრების ბოლო წარმატებიდან დეკადაზე მეტი გავიდა - 2012-ში გუნდმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი მოიგო და იმით, გუნდის წარმატებული სვლა ოფიციალურად დასრულდა. მას მერე, ყველაზე დიდ წარმატებას ფურია როხამ წინა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც ნახევარფინალში გავიდა და ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა - მომავალ გამარჯვებულ იტალიასთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.


საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრები საქართველოს ჯგუფში იყო (ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო და კვიპროსი) და ჯგუფი 21 ქულით მოიგო. ერთადერთი მარცხი გუნდმა შოტლანდიასთან (0:2) იგემა, რამაც ესპანელებს ჯგუფის მოგებაში საბოლოოდ ხელი ვერ შეუშალა.


კვალიფიკაციის დამთავრების შემდეგ, ესპანეთმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა მარტში - ჯერ შინ კოლუმბიასთან დამარცხდა (0:1), შემდეგ კი ასევე საკუთარ კედლებში ბრაზილიასთან ფრე (3:3) ითამაშა.


ევრომდე გუნდი ასევე ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს - 5 ივნისს ანდორას დაუპირისპირდება, 8-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიას.


Spain Euro 2024 squad: Luis de la Fuente's full team | FourFourTwo


ესპანეთი ევროზე


ესპანეთი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრებია - გუნდს ტიტული 3-ჯერ აქვს მოგებული. პირველ ევროზე წითლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, სამაგიეროდ მეორეზე მოხვედრა (1964) შეძლეს და ეგრევე ტიტულის მოგება მოახერხეს. 


ტიტულის მოგების შემდეგ, ფურია როხა ევროზე კიდევ 16 წელი ვერ გადიოდა, 1980-ში შეძლო კვალიფიცირება და ჯგუფში ჩარჩა, 1984-ში კი ისევ ფინალამდე მივიდა, მაგრამ დამარცხდა.


საერთო ჯამში ესპანეთის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატებზე 11-ჯერ აქვს ნათამაშები. 3 ტიტულის გარდა, გუნდმა ერთხელ მოახერხა მეორე ადგილის დაკავება, 3-ჯერ ჯგუფში ჩარჩა, 2-ჯერ მეოთხედფინალში გამოვარდა, თითო-თითოჯერ კი მერვედფინალში და ნახევარფინალში.


ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის წინ 29-კაციანი განაცხადი დაასახელა


ახლანდელი ესპანეთი


დღევანდელი ნაკრების შემადგენლობის საერთო ღირებულება 1.01 მილიარდ ევროს შეადგენს, გუნდის ერთპიროვნულად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი 27 წლის როდრია. მეორე ადგილს 80 მილიონით პედრი იკავებს, მესამეზე კი 16 წლის ლამინ იამალია, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, უკვე 75 მილიონ ევროდ ფასობს.


ამ შემადგენლობიდან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მისი კაპიტანი ალვარო მორატაა (34 გოლი), მეორე ადგილს 18 გოლით ფერან ტორესი იკავებს, შემდეგ კი დანი ოლმო (7) და მიკელ ოიარსაბალი (7) მოდიან.


რაც შეეხება ყველაზე მეტ ჩატარებულ თამაშს, ლიდერი აქაც მორატაა (71), მას მოჰყვებიან ხესუს ნავას (51), როდრი (49) და დანი კარვახალი (43).


Spain Euro 2024 squad: Who will Luis de la Fuente take to Germany? |  Goal.com


ევრო 2024-ს მეტოქეები


ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის მეტოქეები ევროს ჯგუფურ ეტაპზე ხორვატია, იტალია და ალბანეთი იქნებიან - ამ კვარტეტს "სიკვდილის ჯგუფის" სახელწოდებაც კი მიენიჭა.


ხორვატიის ნაკრებთან ესპანეთს ისტორიაში 10 მატჩი აქვს ჩატარებული - 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. 


იტალიასთან ფურია როხას მრავალწლიანი მეტოქეობა აკავშირებს - 40 მატჩი, 15 მოგება, 13 ფრე, 12 მარცხი.


ყველაზე ცოტა მატჩი ესპანეთს ალბანეთთან აქვს ჩატარებული (8) - სამაგიეროდ, უკლებლივ ყველას მოგება შეძლო.


გთავაზობთ სტატიებს სხვა ნაკრებების შესახებაც:


გერმანია

საფრანგეთი

ინგლისი

პორტუგალია

იტალია

ნიდერლანდები

ხორვატია


ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ესპანეთის ნაკრები
ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ეს უდიდესი პატივია" - რა თქვა ფაბიან რუისმა ოქროს ბურთზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს უდიდესი პატივია" - რა თქვა ფაბიან რუისმა ოქროს ბურთზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 სექ, 2026

,,ეს უდიდესი პატივია" - რა თქვა ფაბიან რუისმა ოქროს ბურთზე?

News image

08 სექ, 2026

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო მეკარე? - 10 ნომინანტი ცნობილია

News image

08 სექ, 2026

,,დემბელემ ტოპ 3-ში არ შემიყვანა?" - იამალის კომენტარი ოქროს ბურთზე

News image

11 სექ, 2026

ლუის დე ლა ფუენტე ოქროს ბურთს ესპანელისთვის ითხოვს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება