ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

FIFA ტრამპს საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას სთხოვს
ფეხბურთიფეხბურთი

FIFA ტრამპს საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას სთხოვს

14 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

FIFA დონალდ ტრამპს სთხოვს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს ICE-ის რეიდები შეაჩეროს.


FIFA-ს ხელმძღვანელობა განიხილავს შესაძლებლობას, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თხოვნით მიმართოს, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) რეიდები შეჩერდეს.

როგორც The Athletic იუწყება, 39-დღიანი ტურნირის განმავლობაში საიმიგრაციო კონტროლზე მორატორიუმის გამოცხადება შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც „ორმხრივი მოგება“ (win-win) როგორც ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ისე საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციისთვის. მორატორიუმმა უნდა გააქარწყლოს იმ ქვეყნების შიში, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს ICE-ის აგრესიული ოპერაციების გამო შეშფოთებულნი არიან.


ლოზუნგი: „FIFA აერთიანებს მსოფლიოს“


ტურნირის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, რომელსაც ტრამპთან ახლო ურთიერთობა აქვს, გეგმავს პრეზიდენტს პირადად დაელაპარაკოს. თავდაპირველად განიხილებოდა რეიდების შეჩერება მხოლოდ მასპინძელ 11 ქალაქში, თუმცა მოგვიანებით გეგმა გაფართოვდა და მოიცვალ მთელი ქვეყნის მასშტაბი, რათა სტუმრებმა და მონაწილეებმა თავი დაცულად იგრძნონ.

ინფანტინოს იმედი აქვს, რომ მისი პირადი კონტაქტი ტრამპთან შედეგს გამოიღებს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ინფანტინომ ტრამპს FIFA-ს მშვიდობის პირველი პრიზიც კი გადასცა.


თეთრი სახლის პოზიცია


ჯერჯერობით გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ტრამპი ამ წინადადებას. საიმიგრაციო პოლიტიკის შერბილება ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებებს. თეთრი სახლის სპიკერმა, დეივის ინგლიმ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა აღნიშნა: „პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა იქნება. პრეზიდენტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ტურნირი იყოს ყველაზე უსაფრთხო ისტორიაში“.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შაკირა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნით ბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შაკირა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნით ბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 მაი, 2026

Adidas-ისა და Bad Bunny-ს მოულოდნელი კოლაბორაცია:

News image

06 მაი, 2026

არგენტინა რისკის ქვეშ: ფიფამ პრესტიანის სანქცია გლობალურ დონეზე გაავრცელა

News image

07 მაი, 2026

შაკირა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ჰიმნით ბრუნდება

News image

13 სთ წინ

ხამეს როდრიგესი ფეხბურთს ემშვიდობება?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება