ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანიოლთან ლა ლიგის 18-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კატალონიურმა გუნდმა დერბი 2:0 მოიგო და სამი ქულა მოიპოვა.
მატჩზე და შედეგზე:
სამი ქულით სავსებით კმაყოფილი ვარ. არის რაღაცები, რაც უნდა შევცვალოთ, მაგრამ სამი ქულით კმაყოფილი ვარ. შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა საკუთარი ხარისხი აჩვენეს.
ესპანიოლის თამაშზე:
ესპანიოლმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ეს იყო დერბი შესანიშნავი ატმოსფეროთი. შეიძლება არ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დონე, რომელიც შეცვლების შემდეგ ვაჩვენეთ.
ჟოან გარსიაზე:
ძალიან მიხარია ჟოან გარსიას გამო — ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. პირველი 80 წუთით კმაყოფილი არ ვარ, ჟოანმა ბევრი სეივი გააკეთა და გუნდს დაგვეხმარა.
გუნდის მდგომარეობაზე:
როგორც ნებისმიერი გამარჯვება, ესეც თავდაჯერებულობას გვმატებს. საშობაო პაუზის შემდეგ თამაში მარტივი არ იყო, მაგრამ ამ მოგების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები გავხდით. ვიმედოვნებ, ესპანეთის სუპერთასზეც ყველაფერი გამოგვივა. ვარჯიშებზე რასაც ვხედავ, ძალიან მაკმაყოფილებს. გვიჭირდა, მაგრამ სამი ქულა მოვიპოვეთ.
დერბის მნიშვნელობაზე:
ვაცნობიერებ დერბის მნიშვნელობას. ქუჩებში ბევრი ადამიანი იყო, ვინც ამ მატჩს ელოდა. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ შეხვედრაში გამარჯვება. ბედნიერი ვარ.