მსოფლიო რაგბის ფიზ. მომზადების სპეციალისტი, დავით ნემსაძე საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის ფიზ. მომზადების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ნემსაძე წლებია საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობს, თავდაპირველად მშობლიურ კლუბ ქუთაისის აიას ფიზ. მომზადების მწვრთნელი იყო, 2016 წლიდან კი ბორჯღალოსნებს შეუერთდა. 2021 წლიდან, ის პარალელურად ქართული ფრენჩაიზ შავი ლომის ფიზ. მომზადების მწვრთნელიც გახდა.
დავით ნემსაძეს, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ორ მსოფლიო თასზე უმუშავია - 2019 და 2023.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი