• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გერმანიას კლოპი ჰაერივით სჭირდება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

გერმანიას კლოპი ჰაერივით სჭირდება

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გერმანიის ნაკრების მორიგი მუნდიალური კრახის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო იულიან ნაგელსმანის სასწრაფო გადაყენებას და მის ნაცვლად იურგენ კლოპის მოყვანას ითხოვს.


პარაგვაისთან 1/16 ფინალში პენალტების სერიაში გამოვარდნა (4:3) გერმანული ფეხბურთისთვის ბოლო წლების კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანს კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას თავისი ნებით არ აპირებს, გერმანიის ფეხბურთის კავშირმა (DFB) ძველი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და გადაწყვეტილება არ უნდა გააჭიანუროს.

ნაგელსმანმა ბოლო ორ წელიწადში ხალხის ნდობა სრულად დაკარგა. პრესკონფერენციებზე საკუთარი ფეხბურთელების საჯარო კრიტიკამ, ტაქტიკურმა არეულობამ და კაპიტან ჯოშუა კიმიხის პოზიციების მუდმივმა ცვლამ გუნდს შიდა სტაბილურობა დაუკარგა. გარდა ამისა, მწვრთნელს არ აპატიეს 40 წლის მანუელ ნოიერის ნაკრებში მოულოდნელი დაბრუნება, რამაც საკვალიფიკაციო ეტაპის გმირს, ოლივერ ბაუმანს, ძირითადში თამაშის შანსი წაართვა, თავად ნოიერმა კი ტურნირზე განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა.

გერმანიის ნაკრების თამაშს კრეატივი აკლდა, რაც იურგენ კლოპმა ტელეეკრანებიდან პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა. ლივერპულის ყოფილმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ გუნდმა ფლანგებიდან შეტევა საერთოდ ვერ შეძლო, ფეხბურთელებმა საკუთარი პოტენციალი მოედანზე ვერ გადაიტანეს და პარაგვაისნაირი საშუალო დონის მეტოქე მარტივად გაუშვეს ხელიდან. კლოპის თქმით, გერმანულ ფეხბურთში ბევრი რამ ძირეულად არის შესაცვლელი.

გულშემატკივრებისა და ექსპერტების მთავარი ოცნება სწორედ იურგენ კლოპის ნაკრებში ხილვაა, რომელიც ამჟამად რედ ბულის საფეხბურთო სტრუქტურას ხელმძღვანელობს. თავად კლოპი ბოსტონში ამ თემაზე საუბარს მოერიდა და აღნიშნა, რომ თავისი ამჟამინდელი სამსახური მოსწონს, თუმცა DFB-მ ნაგელსმანის გათავისუფლება არ უნდა დააყოვნოს. თუ გერმანიას ევრო 2028-სა და მუნდიალ 2030-ზე წარმატება სურს, კლოპის დანიშვნაზე მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

გერმანიის ნაკრები
კლოპი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჯუდ ბელინგემი: მომავალი ჯეიმს ბონდი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ჯუდ ბელინგემი: მომავალი ჯეიმს ბონდი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა

News image

4 სთ წინ

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“

News image

4 სთ წინ

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?

News image

1 სთ წინ

ჯუდ ბელინგემი: მომავალი ჯეიმს ბონდი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება