გერმანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე პარაგვაისთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მეექვსე შემსრულებლის პოვნა სერიოზულ პრობლემად ექცა.
იულიან ნაგელსმანის გუნდი ტურნირს სწორედ სამხრეთამერიკელებთან დრამატულ სერიაში გამოეთიშა (1:1, პენ. 3:4). გადამწყვეტი 11-მეტრიანი ჯონათან ტამ ვერ გამოიყენა - მცველმა ბურთი კარს გადააცილა.
გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სერიის დაწყებამდე რამდენიმე გერმანელმა ფეხბურთელმა მეექვსე პენალტის დარტყმაზე პირდაპირი უარი განაცხადა.
იმ მომენტში მოედანზე მყოფი მოთამაშეებიდან (იმ ხუთეულის გარდა, ვინც პირველი დარტყმები შეასრულა) პასუხისმგებლობას გაურბოდნენ ლეონ გორეცკა, ვალდემარ ანტონი, ნათანიელ ბრაუნი, მალიკ ტიავი და თავად მეკარე მანუელ ნოიერიც კი.
საბოლოოდ, დარტყმა საკუთარ თავზე ჯონათან ტამ აიღო, რომლისთვისაც ეს პროფესიონალურ კარიერაში საერთოდ პირველი პენალტი იყო.