• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჯუდ ბელინგემი: მომავალი ჯეიმს ბონდი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ჯუდ ბელინგემი: მომავალი ჯეიმს ბონდი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და საზოგადოება მოულოდნელი განცხადებით გააკვირვა.


ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, ჯეიმს კორდენთან სტუმრობისას, 23 წლის ნახევარმცველმა აღიარა, რომ კინოინდუსტრიაში ბედის ცდა და მისთვის სათაყვანებელი აგენტ 007-ის, იგივე ჯეიმს ბონდის როლის შესრულება სურს. ბელინგემმა პირდაპირ ეთერში ბონდის ცნობილი ფრაზაც კი გაიმეორა და იხუმრა, რომ ამ როლის მიღების კარგი შანსი აქვს.

ბელინგემმა აღნიშნა, რომ ფრენჩაიზის დიდი ფანია და შონ კონერისა თუ როჯერ მურის მონაწილეობით ყველა ფილმი ნანახი აქვს. გადაცემაში მან იუმორისტულ სცენებშიც მიიღო მონაწილეობა და კამერების წინ დიდი არტისტულობა გამოავლინა. თუმცა, ბონდიანას კასტინგის ყოფილმა დირექტორმა, დები მაკუილიამსმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ზედმეტად დიდი გლობალური პოპულარობა შესაძლოა ამ როლისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, რადგან საიდუმლო აგენტის პერსონაჟს მეტი იდუმალება სჭირდება.

ჰოლივუდის ამბიციების მიუხედავად, ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის მთავარ პრიორიტეტად მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რჩება. ბელინგემმა ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან, განასა და პანამასთან მატჩებში ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენა, ორჯერ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ინგლისის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.

ახლა თომას ტუხელის გუნდი 1/16 ფინალური მატჩისთვის ემზადება, სადაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. ინგლისელი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ აგენტი ჯუდი მორიგ ბრწყინვალე მატჩს ჩაატარებს და მათ მთავარ ოცნებას აასრულებს - ფეხბურთს მის ისტორიულ სამშობლოში დააბრუნებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

england
ინგლისის ნაკრები
ჯუდ ბელინგემი
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გერმანიას კლოპი ჰაერივით სჭირდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გერმანიას კლოპი ჰაერივით სჭირდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

შოკი გერმანიის ნაკრებში: მეექვსე პენალტის შესრულება არავის უნდოდა

News image

4 სთ წინ

კლინსმანი: „ეს ისეთივე საშინელებაა, როგორიც კატარი და რუსეთი იყო“

News image

4 სთ წინ

გერმანიას კლოპი ჰაერივით სჭირდება

News image

4 სთ წინ

ბელინგემი თუ კეინი - ვინ არის ინგლისის ნამდვილი ლიდერი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება