პარასკევს, 3 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში BRAVE CF: საქართველო VS. მსოფლიო გაიმართება, რომელიც Georgian Fighting Championship-თან (GFC) პარტნიორობით ჩატარდება, ეს კი BRAVE-ის საერთაშორისო საბრძოლო კვირის ცენტრალური ღონისძიება იქნება.
BRAVE CF საქართველოსთვის ბრძოლების სრული ჩამონათვალი უკვე ცნობილია.
საშინაო გმირი რაულ თუთარაული მეორედ იღებს შანსს BRAVE CF-ის ოქროსთვის, ის ჰოლანდიელ ვეტერან პიტერ ბუისტს მსუბუქ წონაში დროებითი ტიტულისთვის დაუპირისპირდება.
საბრძოლო საღამოს კიდევ 10 ბრძოლა გაიმართება, სადაც საქართველოს საუკეთესოები მსოფლიოდან ჩამოსულ მებრძოლებს დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე ბექა ღვინიაშვილის დებიუტი შედგება MMA-ში.
მთავარი ქარდი
თუთარაული - ბუისტი
წიპტაური - მალეკპური
აბრამიშვილი - ნაზაროვი
ნარსავიძე - გრიტკო
გიორგაძე - იოვეტი
პრელიმები
ხანი - ჯაფაროვი
ბოლქვაძე - კუანიში
ღვინიაშვილი - მირზაბეკოვი
ცერცვაძე - ბაშიროვა
ფოცხვერაშვილი - კარიე
ატანასოვი - გულიევი
საქართველოში BRAVE CF-ის საბრძოლო ღონისძიება გაიმართება