UFC-ს ქართველი მებრძოლი ინგლისში გამართულ ღონისძიებაზე ბრიტანელ არნოლდ ალენს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
გიგა ჭიკაძისთვის აღნიშნული მარცხი UFC-ში მეორეა, პირველად ის 2022 წლის იანვარში კელვინ კატართან დამარცხდა.
დღევანდელ ბრძოლაში პირველი რაუნდი გიგას სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა მეტოქემ მომდევნო ორი რაუნდი წაიღო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ალენს დარჩა.