სლოვაკური დუნაისკა სტრედას ქართველ თავდამსხმელს, გიორგი გაგუას პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვების შანსი აქვს.
25 წლის შემტევი ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლის ნომინაციაზეა წარდგენილი, სადაც მისი კონკურენტები იან ბერნატი, ფილიპ აზანგო, აინელ სოარეში და ბალშა მრვალევიჩი არიან.
ნომინაციაში გაგუას ის გოლი მოხვდა, რომელიც მან სლოვაკეთის ჩემპიონატში რუჟემბეროკის წინააღმდეგ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მე-5 წუთზე ორი ეფექტური ცრუმოძრაობის შემდეგ, ბურთი ცაციათი დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა.
მიმდინარე სეზონი გიორგის კარიერაში ნამდვილად საუკეთესოა. სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 მატჩში (ყველა მათგანი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო) მის ანგარიშზე 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, მან კონფერენს ლიგის 4 შეხვედრაში 1 გოლი (ველეჟ მოსტართან) და 1 ასისტი (ტვენტესთან) მიითვალა, სლოვაკეთის თასზე ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაში კი მორიგი გოლი გაიტანა.