გიორგი ლორია დინამო თბილისის რეკორდსმენი გახდა.
დინამო თბილისის მაისურით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ გიორგი ლორიას აქვს ჩატარებული.
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, დინამო ბათუმთან მოგებული მატჩი გიორგისთვის სარეკორდო, 198-ე შეხვედრა აღმოჩნდა.
ქართველი მეკარე დინამოში 2005-14 და 2023-24 წლებში ასპარეზობდა, წელს კი ომონია არადიუპუს დატოვების შემდეგ ისევ დინამოში დაბრუნდა.
აჭარაბეთ არენაზე დინამოების დერბიში დინამო თბილისმა იმარჯვა