Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ფარერების წინააღმდეგ ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ოფიციალურად დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.
ფარერის კუნძულების წინააღმდეგ საქართველოს კარს გიორგი ლორია დაიცავს. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.
ლორიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა.
ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს 5 ივნისს, დინამო არენაზე დაუპირისპირდება.