მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგაზე სომხეთთან 6-1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც საოცარ ფორმაშია.
ლიონის ქართველ თავდამსხმელს ბოლო 4 მატჩში, რომელიც კლუბსა და ნაკრებში ჩაატარა, ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
მიქაუტაძემ 2-2 გოლი და საგოლე გადაცემა რუმინულ FCSB-სთან მიითვალა ევროპა ლიგაზე, საფრანგეთის ლიგა 1-ში კი ლე ავრთან გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
სანაკრებო პაუზაზე ჟორჟმა თავის მონაგარს კიდევ 5 საგოლე მოქმედება დაამატა, ერევანში მან სომხეთის ნაკრებს დუბლი შეუსრულა, დინამო არენაზე კი დუბლთან ერთად 1 ასისტიც მიითვალა, რომელიც გოლად გიორგი ჩაკვეტაძემ აქცია.
ამ სტატისტიკასთან ერთად მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიის სათავისკენაც მიიწევს. მას ეროვნულ გუნდში უკვე 20 გოლი დაუგროვდა და შოთა არველაძემდე მხოლოდ 6 გოლი აკლია.
სანიოლი: "მიხარია, რომ მიქაუტაძე ქართველია"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები