ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში კადისი გასვლით შეხვედრას გრანადას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა და ქართველი ლეგიონერების მდგომარეობაც მიმოიხილა.
ალბერტ სელადესის განცხადებით, ლაზარეთში სიტუაცია უცვლელია და იური ტაბატაძე გუნდს 28 ოქტომბერს სხერესთან დაგეგმილ სათასო მატჩშიც ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ იურიმ გასულ სეზონში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის.
გაცილებით ოპტიმისტურია პროგნოზი გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც 6 სექტემბერს კოჭი დაიზიანა. მართალია, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მწვრთნელის თქმით, თუ აღდგენითი პროცესი გართულებების გარეშე ჩაივლის, ქართველი მცველი მომდევნო კვირიდან უკვე მინდორზე ვარჯიშს განაახლებს.