უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე ყაზახური ორდაბასი მიიღო.
მატჩი უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა, მაყურებელმა კი საბოლოოდ 7 გოლი იხილა.
ანგარიში 30-ე წუთზე ქუთაისელთა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ფელიპე პირესის პასის შემდეგ გახსნა, თუმცა 5 წუთში სტუმრები უკვე წინ გავიდნენ.
32-ე წუთზე ჯერ კაპაცინამ გაათანაბრა ანგარიში, 35-ე წუთზე კი ლუკა იმნაძემ გაიყვანა წინ ყაზახები.
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, კომპენსირებულ დროში კუთხურიდან ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩამოწოდებულს ახალწვეული მატეი სიმიჩი გამოეხმაურა და პირველი ტაიმის ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
69-ე წუთზე კაპაცინამ დუბლი შეასრულა და ორდაბასი კვლავ დააწინაურა, თუმცა 10 წუთში თავისი დუბლი ბიორნ იონსენმაც მიითვალა და წონასწორობა კვლავ აღდგა.
მატჩის ბოლოს ქუთაისურ გუნდს კუთხურის ჩამოწოდების უფლება მიეცა და როგორც პირველი ტაიმის მიწურულს, აქაც იგივე განმეორდა - მამუჩაშვილის ჩაწოდება და დებიუტანტი სიმიჩის გოლი. ტორპედომ 4-3 მოიგო.
დირკ შუსტერის გუნდმა გამარჯვება დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა და საქმის ბოლომდე მიყვანას 17 ივლისს, ყაზახეთში შეეცდება.
დილამ ლუქსემბურგში თამაში მოატრიალა და გორში უპირატესობით მოდის