უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, გორის დილა რასინგ ლუქსემბურგს ესტუმრა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი 3 გოლი გავიდა.
ანგარიში 52-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, ლუქსემბურგელები წინ დომინიკ სტოლცმა გაიყვანა.
მე-60 წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე კი სირილ ედუძიმ დილა წინ გაიყვანა და საბოლოოდ ქართულ გუნდს გამარჯვებაც მოუტანა (1-2).
გორული გუნდი საქართველოში ერთბურთიანი უპირატესობით ბრუნდება, 17 ივლისს კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.
გოლების წვიმა ქუთაისში და ტორპედოს ბოლო წუთზე მოგებული მატჩი