პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოში კაცთა -81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი გამოდის, რომელიც 1/2 ფინალში კორეელ ჯუნჰვან ლის დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძიუდოისტებმა 8 წუთზე მეტი იბრძოლეს, საბოლოოდ კი ტატომ მეტოქე ვაზარიზე დაიჭირა და შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.


ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია, სადაც იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდება, რომელმაც იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა. ნაგასე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია.
ქართველი იაპონელს სულ 3-ჯერ შეხვდა, საიდანაც 2 ტატოს გამარჯვებით დასრულდა, 1 კი იაპონელის.
ტატომ საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი გაუნაღდა.