ატლეტიკოს ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად ამერიკაში, კერძოდ კი ორლანდო სიტიში გადავიდეს.
34 წლის ფრანგი ფეხბურთელისა და MLS-ის კლუბის მოლაპარაკებები განვითარებულ სტადიაზეა. ორლანდოს გენერალური მენეჯერი და სპორტული დირექტორი, რიკარდო მორეირა, ტრანსფერზე სამუშაოდ ესპანეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა.
ორლანდო სიტის სურს ფორვარდის გაფორმება 26 მარტამდე მოასწროს, სანამ MLS-ში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. გადასვლის შემთხვევაში, გრიზმანი გახდება ფეხბურთელი, რომელზეც ხელფასების ლიმიტი არ გავრცელდება. თუმცა, სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მოთამაშეს ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
The Athletic-ის ცნობით, ფრანგი მადრიდული კლუბის დატოვებას ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არ გეგმავს. გარდა ამისა, კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
გრიზმანის მიმართ ინტერესს MLS-ის კიდევ სამი გუნდი გამოხატავს, თუმცა მისი გაფორმების პრიორიტეტული უფლება სწორედ ორლანდოს ეკუთვნის. მიმდინარე სეზონში ანტუანის ანგარიშზე ლა ლიგის 22 მატჩში გატანილი 6 გოლია.