ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალურად გამოაქვეყნა 2025 წლის სიმბოლური ნაკრები გულშემატკივრების ვერსიით.
თავდაპირველ სიაში 123 ფეხბურთელი იყო შეყვანილი, ხოლო ფანებმა წლის განმავლობაში ნაჩვენები თამაშის საფუძველზე საუკეთესოები აირჩიეს.
საბოლოო სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთელები 7 სხვადასხვა კლუბიდან მოხვდნენ. ერთზე მეტი ფეხბურთელით მხოლოდ არსენალი და კრისტალ პალასი არიან წარმოდგენილები, რაც მათ სტაბილურ სეზონს უსვამს ხაზს.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო მანჩესტერ სიტის ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა. საერთო რეიტინგის ტოპ-3-ში ასევე მოხვდნენ დეკლან რაისი და გაბრიელი — ორივე არსენალიდან. აღსანიშნავია, რომ ლივერპულის ვერცერთი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, ყველაზე ახლოს დომინიკ სობოსლაი იყო, რომელმაც საერთო რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა.
პრემიერ ლიგის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები გულშემატკივრების ვერსიით ასე გამოიყურება:
მეკარე:
დავიდ რაია (არსენალი)
დამცველები:
დანიელ მუნიოსი (კრისტალ პალასი)
მარკ გეჰი (კრისტალ პალასი)
რის ჯეიმსი (ჩელსი)
გაბრიელ მაგალაეში (არსენალი)
იურინ ტიმბერი (არსენალი)
ნახევარმცველები:
დეკლან რაისი (არსენალი)
ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი)
მორგან როჯერსი (ასტონ ვილა)
თავდამსხმელები:
ანტუან სემენიო (ბორნმუთი)
ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)