პეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბი შეაფასა, რომელიც ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
„თანაბარი თამაში გამოვიდა. შანსები ჩვენც გვქონდა და მეტოქესაც. ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბურთით ზედმეტად ბევრს ვმოძრაობდით. ჯობდა, სწორი პოზიციები დაგვეკავებინა, რასაც არ ვაკეთებდით.
ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. გამოვარჩევ ლიუისს, თუმცა ყველამ კარგად ითამაშა." - აღნიშნა პეპმა.