შტუტგარტის თავდამსხმელმა დენის უნდავმა ბაიერნის ვარსკვლავი ჰარი ქეინი შეაქო და თქვა, რომ ინგლისელის ერთი თვისების ძალიან შურს.
უნდავმა შეამჩნია, რომ კეინი კარში დარტყმის წინ წამით ჩერდება, სუნთქვას აყოლებს და მხოლოდ ამის მერე ისვრის. სწორედ ეს ცივსისხლიანობა აქცევს მას საუკეთესო ბომბარდირად. „ეს თვისება ცოტათი მაინც რომ მქონდეს, ბევრად მეტ გოლს გავიტანდი“, - აღნიშნა გერმანელმა.
კეინმა ამ სეზონში 58 გოლი გაიტანა, უნდავმა კი შტუტგარტს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა და თავად 25 გოლი შეაგდო.
ამ შაბათს ეს ორი გუნდი გერმანიის თასის ფინალში ხვდება ერთმანეთს. უნდავი აღიარებს, რომ ბაიერნი ფავორიტია, მაგრამ მათი ნერვების მოშლას მაინც აპირებს. თუ შტუტგარტი მოიგებს, თავდამსხმელს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ მთელ გუნდს ბერლინის საუკეთესო ქებაბზე დაპატიჟებს.
პარალელურად, ხუთშაბათს იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების შემადგენლობას გამოაცხადებს მუნდიალისთვის. უნდავი იმედოვნებს, რომ სიაში მოხვდება და ამბობს, რომ ნაკრებში თამაშზე დიდი ბედნიერება მისთვის არაფერია.