• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დააბრუნებს ჰარი ფეხბურთს სახლში? - როგორ ფორმაში ხვდება კეინი მუნდიალს
ფეხბურთიფეხბურთი

დააბრუნებს ჰარი ფეხბურთს სახლში? - როგორ ფორმაში ხვდება კეინი მუნდიალს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბლოგების სერია, თუ როგორ ფორმაში ხვდებიან მუნდიალს მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები, ინგლისის ნაკრების კაპიტნით, ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტით, ჰარი კეინით ვაგრძელებთ. 


ბუნდესლიგის ბოლო ტურში ბაიერნმა შინ კიოლნს 5:1 სძლია - ჰარი კეინი სეზონში მეოთხე ჰეთ-თრიქით გამოირჩა და სამ სეზონში მეორედ მიაღწია 36-გოლიან ნიშნულს. ამ მაჩვენებლით ინგლისელი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომელმაც 36+ გოლის გატანა სამ სხვადასხვა სეზონში შეძლო. 



2025/26 წლების სეზონში ინგლისელმა კლუბსა და ნაკრებში 55 მატჩი ჩაატარა და 70 გოლში მიიღო მონაწილეობა - 63 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. კეინის მარაგში კიდევ ერთი საკლუბო მატჩია მუნდიალამდე - ბაიერნი გერმანიის თასის ფინალში შტუტგარტს დაუპირისპირდება. 


კეინი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოთო - 36 გოლი.


ჰარიმ ინგლისის ნაკრებს ორ მუნდიალზე უკაპიტნა. პირველად 2018 წელს რუსეთში, სადაც 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა - მიუხედავად ოქროს ბუცისა, გულშემატკივრებს მაინც ხორვატიასთან ნახევარფინალში მისი გაფუჭებული მომენტი ახსოვთ. გარეტ საუთგეიტის გუნდი 2018-ში მეოთხე ადგილს დასჯერდა.


სუბასიჩი იგერიებს კეინის დარტყმულს. ხორვატია 2:1 ინგლისი. 2018.


უიღბლო გამოდგა კეინისთვის 2022 წლის კატარის მსოფლიო თასიც. მეოთხედფინალში, საფრანგეთთან დაპირისპირებაში, ინგლისელს ანგარიშის გათანაბრების შანსი 84-ე წუთზე მიეცა - კეინმა პირველი თერთმეტმეტრიანისგან განსხვავებით, მეორე ვერ გამოიყენა. “სამი ლომი” ტურნირს გამოეთიშა.


კეინის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი. საფრანგეთი 2:1 ინგლისი. 2022.


კეინის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2015 წელს შედგა, მას შემდეგ ჰარიმ 112 შეხვედრა ჩაატარა, 78 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. კეინი ორჯერ იყო ახლოს ევროპის ჩემპიონობასთან - ინგლისელებმა 2021-ში იტალისთან დათმეს ფინალი, ხოლო 2024-ში ესპანეთთან. 


2026 წლის მუნდიალი ალბათ ბოლო შანსი იქნება ჰარისთვის 60 წლის შემდეგ ინგლისში ნანატრი თასი ჩაიტანოს ანუ, როგორც ინგლისელები იტყვიან ფეხბურთი სახლში დააბრუნოს. 


ტურნირი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შერაცხული “სამი ლომი” მუნდიალამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას 7 და 11 ივნისს, ახალი ზელანდიასა და კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო თასის ჯგუფში კი ტომას ტუხელის შეგირდები ხორვატიას, განასა და პანამის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ტომას ტუხელი საბოლოო, 26-კაციან სიას პარასკევს, 22 მაისს გამოაცხადებს.


 ფიფას რიგით 23-ე მსოფლიო თასი 11 ივნისს, 23:00 მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებით გაიხსნება.


როგორ ფორმაში ხვდება მესი მეექვსე მუნდიალს

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბაიერნი
ჰარი კეინი
ინგლისის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბარსელონას ვარსკვლავისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას ვარსკვლავისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა არის ბრაზილიის ნაკრების მთავარი შეცდომა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა არის ბრაზილიის ნაკრების მთავარი შეცდომა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უპირატესობა აქვს მესის მუნდიალზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა უპირატესობა აქვს მესის მუნდიალზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი მუნდიალზე ითამაშებს - ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი მუნდიალზე ითამაშებს - ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

ბარსელონას ვარსკვლავისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა!

News image

7 სთ წინ

რა არის ბრაზილიის ნაკრების მთავარი შეცდომა?

News image

7 სთ წინ

რა უპირატესობა აქვს მესის მუნდიალზე

News image

3 სთ წინ

ნეიმარი მუნდიალზე ითამაშებს - ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება