კარლო ანჩელოტიმ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც მუნდიალზე გაემგზავრებიან.
იტალიელმა მწვრთნელმა მუნდიალზე სათამაშოდ ნეიმარი გამოიძახა, რომელიც, ნაკრებში მისი მწვრთნელობის პერიოდში პირველად არის გამოძახებული.
მეკარეები: ალისონი, ედერსონი, ვევერტონი
მცველები: ალექს სანდრო, ბრემერი, დანილო, დუგლას სანტოსი, გაბრიელ მაგალიაესი, იბანიესი, ლეო პერეირა, მარკინიოსი, უესლი
ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, დანილო სანტოსი, ფაბინიო, ლუკას პაკეტა
თავდამსხმელები: ენდრიკი, გაბრიელ მარტინელი, იგორ ტიაგო, ლუის ენრიკე, მათეუს კუნია, ნეიმარი, რაფინია, რაიანი, ვინისიუსი.
ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.