ილია თოფურიას ქამრის პირველი დაცვის მეტოქემ, ამერიკელმა მაქს ჰოლოუეიმ, ქართველ მებრძოლზე ისაუბრა.
„თოფურიას აქვს აშკარად გამოკვეთილი ათლეტიზმი, სიძლიერე და ბუნებრივი ძალა. თუმცა, მგონია, რომ ცოტა საბრძოლო ინტელექტი აკლია.
თუ ის დგომში ჩხუბს მთავაზობს, როგორ უნდა ვთქვა უარი? სახალისო იქნება. თუმცა, ჯერ არ მინახავს, რომ მას ამის მცდელობა ჰქონოდა." - აღნიშნა ჰოლოუეიმ.
თოფურიას და ჰოლოუეის დაპირისპირება 26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება.