ლამინ იამალმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას დღეს მიაღწიეს.
ესპანეთის ნაკრების 17 წლის შემტევი ბარსელონასთან ახალ, 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მოლაპარაკებებში საკვანძო როლი ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა შეასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან იამალი ბარსელონას 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, ამ ნომრის მოქმედი მფლობელი ანსუ ფატი კი კარიერის მონაკოში გაგრძელებასთან არის ახლოს.