იბერია 1999-ის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მწვრთნელ ლევან კორღალიძეზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ლევან კორღალიძე უკიდურესად შრომისმოყვარე, პატიოსან პროფესიონალად და ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანად დაახასიათა. როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, კორღალიძის მთავარი „ნაკლი“ სწორედ მისი ზედმეტი ემოციურობაა:
მე ესეთი მშრომელი მწვრთნელი იშვიათად მინახავს, მაგრამ ემოციურია და ეს ემოციები უშლის ხელს. ამის გამო თვითონ წავიდა გუნდიდან, ჩვენ კი არ ვუშვებდით. იმედია, რომ ახლა ისე დაღვინებულია რომ აღარ წავა. ფეხბურთზე ესე შეყვარებული ესეთი პატიოსანი ადამიანი ცოტა მახსენდება.
ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. ჩემი დასაწყნარებელი თუ ვინმე გახდებოდა ფეხბურთში ვერ წარმოვიდგენდი. მე ვაწყნარებ ხოლმე რომ ელემენტარულად ისე არ განიცადოს, როგორც განიცდის. წელს ისეთი კონტრაქტი დავუდე, რომ ძალით თუ არ წააგო თამაშები, მე მას არ გავუშვებ. ვნახოთ, მასზეა დამოკიდებული.